standart

საწყობის მენეჯერი

06 ივლისი - 05 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
2000-2500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის მენეჯერი,


ტრანსპორტერი არის მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.


BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena 


ძირითადი პირობები:


  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70

  • სამუშაო გრაფიკი: სრული 

  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება   
  • სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1 C
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა

ძირითადი მოვალეობები:

 

  • საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით, დამისამართების სისტემის გამართვა 
  • საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
  • მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
  • შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად. 
  • მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
  • გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
  • საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
  • საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
  • საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.


20 ივლისის  გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად,


შერჩევის ეტაპები:


1. რეზიუმეების გადარჩევა

2. პირისპირ გასაუბრება 


გისურვებთ წარმატებას!


            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
           
https://hel-ai.com/apply/EJX4xjXd

კატეგორია
ავტოინდუსტრია
მისამართი
ა. ბელიაშვილის ქუჩა, საქართველო
06 ივლისი - 05 აგვისტო