წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებელი
07 July - 06 August
Details
Address
Tbilisi
₾
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Vacancy description
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი აცხადებს კანდიდატების შერჩევას წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებლის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა:
ძირითადი მასწავლებელი პასუხისმგებელია 5-6 წლის ასაკის ბავშვების წინასასკოლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
თუ გიყვართ ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მათთვის შემეცნებითი და შთამაგონებელი გარემო შექმნათ, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის ტყის კამპუსში.
მთავარი პასუხისმგებლობები:
ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა;
საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ტყის სივრცეში;
ბავშვების სოციალური, ემოციური და კოგნიტიური განვითარების მხარდაჭერა;
მშობლებთან აქტიური და პოზიტიური კომუნიკაცია;
ბავშვების ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
საგაკვეთილო რესურსების (ხელსაწყოების, მასალების) შერჩევა და გამოყენება გარემოსდაცვითი და შემოქმედებითი მიდგომებით;
პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სკოლამდელი ან დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.
გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
ინტერესი და მოტივაცია ალტერნატიული/ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების მიმართ (ტყის სკოლა, მონტესორი, ვალდორფი ან რეჯიო ემილიას პრინციპები);
დამოუკიდებელი კლასის მართვის უნარი;
მაღალი ემპათია, მოთმინება და კრეატიულობა;
გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
ძალიან კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და გუნდთან;
სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
ბუნებაში მუშაობის მოტივაცია და მზადყოფნა - სხვადასხვა ამინდის პირობებში.
რას გთავაზობთ:
ინოვაციური და შთამაგონებელი სამუშაო გარემო ბუნებაში;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობები - ტრენინგები და პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე;
მეგობრული და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი;
მოქნილი, ბავშვზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა;