თუ გსურთ, იმუშაოთ თანამედროვე, ინოვაციურ და ბუნებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საგანმანათლებლო გარემოში, სადაც სწავლება ეფუძნება კვლევას, გამოცდილებით სწავლასა და მოსწავლის ინტერესების განვითარებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
V-VI კლასებში ბუნებისმეტყველების სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
მოსწავლეზე ორიენტირებული, ინტერაქტიული და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
ექსპერიმენტების, პრაქტიკული აქტივობებისა და პროექტების ორგანიზება;
მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების მხარდაჭერა;
მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია;
სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბუნებისმეტყველების სწავლების გამოცდილება (სასურველია);
თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
კვლევითი და პრაქტიკული სწავლებისადმი ინტერესისა და შემოქმედებითი მიდგომის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
თანამედროვე და ეკომეგობრულ სასწავლო გარემოს;
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
მხარდამჭერ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მწვანე სკოლის ტყის კამპუსი ქმნის გარემოს, სადაც ბუნება სწავლების ნაწილია, ხოლო თითოეული მოსწავლე — კვლევის, აღმოჩენისა და განვითარების აქტიური მონაწილე.