standart

ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

07 ივლისი - 06 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში


ძირითადი მოვალეობები:


  • ხელშეკრულებებისა და ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა;
  • სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;   
  • სარჩელების შეტანა, სასამართლოსა და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობა;
  • კომპანიის არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
  • კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
  • კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტის აღრიცხვა, მოწესრიგება, სათანადო რეესტრის წარმოება;
  • საგამოძიებო ორგანოებში კომპანიის ინტერესების დაცვა;
  • იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
  • ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე; რუსული ენის ფლობა სასურველია;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და აქტიურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას – 800 ლარი;
  • წარმატებული სტაჟირების დასრულების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას „Iberia Refreshments – Pepsi Georgia“-ს გამოცდილ გუნდთან ერთად;
  • კორპორატიულ SIM ბარათს;
  • ტრანსპორტირებას ისნის მეტროდან;

 აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე.


მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 6/08/2026 წ.


კომპანია იბერია რეფრეშმენტსში“  თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

კატეგორია
საწყობი და წარმოება
დისტრიბუცია
მისამართი
თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
07 ივლისი - 06 აგვისტო