Premium

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

07 July - 06 August
Details
Address
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი
Salary
1300 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული
Experience
Less than a year
Education
Secondary education
Department
Customer service
Skills
Sales Funnel Management, Salesforce
Rest days
Saturday, Sunday

Vacancy description

კომპანიაფოტოცენტრი“ (Printing Services, E-commerce) აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის (CRM) პოზიციაზე.

ფოტოცენტრიწარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 3 ფიზიკური ფილიალით თბილისის ცენტრალურ უბნებში, 1 შოურუმით/ჩარჩოების სახელოსნოთი თავისუფლების მოედანზე და უნიკალური ონლაინ პლატფორმით Photocenter.ge, რომელიც აერთიანებს 1,600-ზე მეტ ბეჭდვის, სახლის დეკორისა და სასაჩუქრე პროდუქტს.


კომპანია ასევე აერთიანებს სპორტული ინვენტარის კედლის დეკორის მიმართულებას ოთხი და ვიდეოკასეტების გაციფრულების სერვისს ფოტოპლაზა.


აპლიკანტი დაინტერესებული უნდა იყოს გაყიდვების სფეროთი და გაყიდვების ფსიქოლოგიით, ჰქონდეს მაღალი მოტივაცია, ენთუზიაზმი და სურვილი, გახდეს მემორიალური პროდუქტების გაყიდვების ნამდვილი სუპერსტარი!

 

ძირითადი მოვალეობები მოიცავს და არ შემოიფარგლება:


  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
  • მომხმარებლთან უშუალო კომუნიკაცია, ონლაინ არხებით (Facebook, Instagram, ვებ-გვერდი და სხვა) შემოსული შეკვეთებისა და მოთხოვნების მიღება და დამუშავება.
  • ნებისმიერი პრობლემის გათვალისწინება და აღმოფხვრა, რომელიც უშუალოდ წარმოიქმნება პროდუქტთან ან სერვისთან მიმართებაში.
  • ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი და შეკვეთების გაფორმება ნახევარ განაკვეთზე
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან შეხვედრების გამართვაოთხი“-ის შოურუმში და შეკვეთების მიღება.
  • ონლაინ და შოურუმში მიღებული შეკვეთების სრული პროცესის კოორდინირება.
  • შეკვეთების შესრულების ეტაპების კონტროლი და მომხმარებლის ინფორმირება.

საჭირო მოთხოვნები:

  • პრეზენტაბელურობა და მომხმარებელთან მაღალი სტანდარტის კომუნიკაციის უნარი
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და დარწმუნების უნარი
  • ქართული და ინგლისური ენების გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაცია
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გაყიდვებისა და გაყიდვების ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი და პროფესიული განვითარების მუდმივი სურვილი
  • პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი
  • ერთდროულად რამდენიმე პროცესის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

სამუშაო ადგილი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7, ფოტოცენტრის სათაო ოფისი.

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 10:00-19:00. 1 სთ შესვენება.

ანაზღაურება: 1300 ლ (ხელზე ასაღები)

სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა ( არაანაზღაურებადი)

ფოტოცენტრის თანამშრომლები სარგებლობენ ფოტოცენტრის სრულ პროდუქციაზე -30% შიდა ფასდაკლებით.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებებს!

Slogan
ჩვენს ვბეჭდავთ შენს ძვირფასს მოგონებებს
Location
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი 0105, საქართველო
Socials
07 July - 06 August