Premium

გაყიდვების მენეჯერი

07 July - 06 August
Details
Address
Tbilisi
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია ბითუბი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

კომპანია ეძებს ინგლისური ენის მცოდნე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი პროდუქტის-ინტერნეტ პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და პლატფორმის მომხმარებლების  (ბინათმესაკუთრეთა, სხვა უძრავი ქონების მფლობელების, უძრავი ქონების აგენტების, ბროკერების, ინსპექტორების, კონტრაქტორების და სხვა დაკავშირებული მხარის სახით ) ზრდას . 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პოტენციური მომხმარებლების და პარტნიორების მოძიება, მათთან კომუნიკაცია.
  • პოტენციურ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და სხვა შესაბამისი არხების გამოყენებით.
  • CRM სისტემებში, მათ შორის HubSpot, Attio-ში ან სხვა მსგავს სისტემებში პოტენციური მომხმარებლების ბაზის, შემდგომი კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის მართვა.
  • ახალი პროდუქტის მნიშვნელობის, შინაარსის, ფუნქციონალისა და უპირატესობების მკაფიო და ეფექტური წარდგენა პოტენციური მომხმარებლებისთვის.
  • უძრავი ქონების აგენტებთან, ბროკერებთან, ინსპექტორებთან, კონტრაქტორებთან და  მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან  საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
  • მომხმარებლებისთვის პროდუქტის დემო ვერსიის წარდგენა, პროდუქტის  ინტეგრაციისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა.
  • მომხმარებელთა აქტივობების, მათი უკუკავშირის  მონიტორინგი და მართვა. 
  • ფასების ჩამოყალიბების , პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ხასიათის გზავნილების გავრცელების, გაყიდვების სხვადასხვა არხების გამოყენების  ტესტირებაში გუნდისთვის  დახმარების გაწევა.
  • ბაზრის უკუკავშირის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და გაყიდვების პროცესში მიღებული ინფორმაციის გაზიარება კომპანიის დამფუძნებლებისა და პროდუქტის განვითარების გუნდისთვის.
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, უძრავი ქონების, მომსახურების სხვა სფეროში .
  • ელფოსტის, LinkedIn-ის, სოციალური მედიისა და CRM სისტემების ეფექტურად გამოყენების უნარი მომხმარებლებთან  კომუნიკაციისას.
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე .
  • ორგანიზებულობა,მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ახალი პროდუქტის გაყიდვისა და მისი ეფექტურად წარდგენის უნარი.
  • ინტერესი უძრავი ქონების, ტექნოლოგიების, საყოფაცხოვრებო სერვისების სფეროს გაუმჯობესების კუთხით
  • უძრავი ქონების ან საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი, საკომისიო ანაზღაურება და შედეგებზე დაფუძნებული ბონუსები, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
Category
Information Technologies
Slogan
Materialize Imagination
Location
2 დელისის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
07 July - 06 August