IDC უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს საინჟინრო, სამშენებლო,
საპროექტო და ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოში. ჩვენი პროექტები
მოიცავს სამოქალაქო მშენებლობას, სამრეწველო ობიექტებს, ენერგეტიკას, საზღვაო ინფრასტრუქტურას,
კვლევა-ძიება პროექტირებას, ტექნიკურ აუდიტებსა და საინჟინრო ზედამხედველობას.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მშენებელს / ინჟინერს,
რომელიც ჩაერთვება როგორც საპროექტო, ასევე ტექნიკური ზედამხედველობისა და საინჟინრო
პროექტების განხორციელების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები
- სამშენებლო და საინჟინრო პროექტების დაგეგმვასა და
განხორციელებაში მონაწილეობა;
- ობიექტებზე ტექნიკური ინსპექტირებისა და მონიტორინგის
ჩატარება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და დასკვნების
მომზადება;
- საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სპეციფიკაციების
განხილვა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ტექნიკური
შეფასება;
- პროექტის მიმდინარეობის კოორდინაცია შიდა გუნდთან,
დამკვეთებთან და ქვეკონტრაქტორებთან;
- საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე მივლინებები საქართველოს
მასშტაბით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, სამოქალაქო
ინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- 1-3 წლამდე
სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში ( სასურველია); ;
- სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის
უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ტექნიკურ
დოკუმენტაციასთან სამუშაოდ);
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა (სასურველი);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება
და პრობლემების გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- მრავალფეროვან საინჟინრო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების და პრაქტიკული გამოცდილების
მიღების შესაძლებლობას;
- გამოცდილ საინჟინრო გუნდთან მუშაობას;
- საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებულ პროექტებში
მონაწილეობას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების
შესაბამისად.
დაინტერესებულმა
პირებმა გთხოვთ
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებები.