standart

რესტორნის ივენთ მენეჯერი

08 ივლისი - 07 აგვისტო
დეტალები
მისამართი
81 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

კომპანია ეძებს პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ რესტორნის ივენთ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: 2500 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ივენთებისა და ჯავშნების მიღება და ორგანიზება
  • ღონისძიების ბიუჯეტის, გეგმისა და ვადების მართვა
  • ღონისძიების მიმდინარეობის პროცესის კონტროლი და ოპერატიული პრობლემების მოგვარება
  • სტუმრებისთვის მენიუს შედგენა და შეთავაზება
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში
  • ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა
  • ღონისძიების დასრულების შემდეგ ანგარიშგებისა და შეფასების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ივენთების დაგეგმვისა და ორგანიზების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კატეგორია
ჰორეკა
მისამართი
81 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 ივლისი - 07 აგვისტო