standart

სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი

05 August - 09 August
Details
Address
კონსტანტინე ერისთავის ქუჩა, თბილისი
Salary
1000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სასტუმრო "მზიური" აცხადებს ვაკანსიას სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორის პოზიციაზე.


მისამართი: ავლაბარი, თბილისის სამების საკათედრო ტაძარის მიმდებარედ

ანაზღაურება: 1000 ლარი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; 
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; 
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; 
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; 
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; 
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; 
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

 

  • დეტალებისადმი ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღლი გრძნობა; 
  • გუნდურ შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა; 
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; 
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; 
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. 
  • დეტალებისადმი ყურადღებიანობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 


გისურვებთ წარმატებებს!

Category
HORECA
Location
კონსტანტინე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 August - 09 August