უძრავი ქონების ბროკერი / Investment Broker
Black Sea Invest-ი აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ უძრავი ქონების ბროკერებს.
თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო ინვესტორებთან და საქართველოს წამყვან დეველოპერულ პროექტებთან, შემოგვიერთდით.
ძირითადი მოვალეობები:
- ინვესტორებისა და კლიენტების კონსულტაცია
- უძრავი ქონების პროექტების პრეზენტაცია
- შეხვედრებისა და ობიექტების დათვალიერების ორგანიზება
- მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვების პროცესის მართვა
- პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობა
მოთხოვნები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები
- გაყიდვების გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების სფეროში)
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საკომისიო სისტემას
- პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას
- თანამედროვე სამუშაო გარემოს
- მუშაობას საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებზე და უცხოელ კლიენტებთან