Premium

მერჩენდაიზერ - პრისეილერი

05 August - 04 September
Details
Address
წერეთლის გამზირი, თბილისი
Salary
1200-1400 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00

Vacancy description

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ქ. თბილისში ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე:


კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:


  • ანაზღაურება: 1200-1400 ლარი

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

  • სამუშაო საათები: 10:00-18:00

  • ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფა

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

  • FitPass

მოთხოვნები:


  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

  • თბილისის უბნების კარგად ცოდნა

პიროვნული თვისებები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  • პუნქტუალურობა

  •  შრომისმოყვარეობა

  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი

  • კომუნიკაბელურობა

  • გუნდურობა

  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

მერჩენდაიზერ-პრისეილერის მოვალეობები:


  • მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი,

  • აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის მარაგი, ვადები და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შეკვეთა.

  • მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.

  • უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე

  • უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე

  • ყოველდღიურად ითანამშრომლოს სავაჭრო წარმომადგენელთან და უშუალო ხელმძღვანელთან სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით


მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:


1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;

6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;

8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

** მონაცემთა გადატანის უფლება;

** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

** თანხმობის გამოხმობის უფლება;

** გასაჩივრების უფლება`

9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."


Location
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
05 August - 04 September