Premix - Autoparts & Service არის კომპანია, რომელიც ოპერირებს ავტონაწილებისა და ავტოსერვისის მიმართულებით 2012 წლიდან და მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილებისთვის საჭირო ავტონაწილების, პროდუქციისა და სერვისის ფართო არჩევანს.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს ავტონაწილების იმპორტს, დისტრიბუციას, ბრენდების მართვასა და ავტოსერვისის მომსახურებას. Premix თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდთან და ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის, პროფესიული მომსახურებისა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზე.
კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ავტონაწილების პორტფელის მუდმივი გაფართოება, ახალი ბრენდების განვითარება და ბაზარზე პოზიციების გაძლიერება.
კომპანია „პრემიქსი – ავტონაწილები & სერვისი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტონაწილების კატეგორიის განვითარებაზე, ბრენდებთან ურთიერთობის მართვაზე, პროდუქტის პორტფელის ოპტიმიზაციასა და გაყიდვების ზრდაზე.
მნიშვნელოვანი მოთხოვნა: კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ავტონაწილების ინდუსტრიაში და ამ სფეროს პროდუქციის, ბაზრისა და მომხმარებლის სპეციფიკის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
ბრენდისა და ასორტიმენტის მართვა:
• მომწოდებლების/ბრენდების პორტფელის ფორმირება და განვითარება;
• ასორტიმენტის მართვა და ახალი პოზიციების შერჩევა;
• არსებული და ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის პროცესის მართვა;
• ბრენდის პოზიციონირებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
• ბაზრის ტენდენციების, მომხმარებლის მოთხოვნისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
• ავტონაწილების ბაზარზე არსებული ბრენდებისა და პროდუქტის კატეგორიების მუდმივი მონიტორინგი.
კომერციული საქმიანობა:
• მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება;
• შესყიდვის პირობების, ფასებისა და სავაჭრო პირობების მართვა;
• გაყიდვების გეგმისა და კომერციული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
• ბრენდის გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
• ფასწარმოქმნისა და მარჟის მართვა;
• გაყიდვების KPI-ების მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
• გაყიდვების პროგნოზირება და მარაგების საჭიროების განსაზღვრა.
დაგეგმვა და მართვა
• გაყიდვების პროგნოზირება და შესრულების დაგეგმვა;
• მარაგების კონტროლი და დეფიციტისა და ზედმეტი მარაგების მართვა;
• შეკვეთების ფორმირება და იმპორტის პროცესში ლოგისტიკის მიმართულებასთან კოორდინაცია;
• პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
• საწყობისა და გაყიდვების გუნდებთან ყოველდღიური თანამშრომლობა.
ანალიტიკა
• ბაზრის, კატეგორიის, პროდუქტისა და კონკურენტების შესწავლა/ანალიზი;
• გაყიდვების ანალიზი და ბრენდის KPI-ების მონიტორინგი;
• ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი, მათ შორის:
- ბრუნვა;
- მარჟა;
- ბრუნვადობა;
- ბაზრის წილი;
- გაყიდვების ზრდის დინამიკა;
- მარაგების ბრუნვა;
• პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
• მიღებული მონაცემების საფუძველზე ბიზნესგადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
მარკეტინგი და გაყიდვების მხარდაჭერა:
• ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
• ახალი პროდუქტების, აქციებისა და POS მასალების მარკეტინგის გუნდთან ერთად დაგეგმვა;
• გაყიდვების გუნდისთვის პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციისა და მასალების მომზადება;
• კატალოგებისა და ტექნიკური/პროდუქტული ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა;
• პარტნიორებთან და სერვისცენტრებთან ბრენდის განვითარების მიზნით თანამშრომლობა;
• საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგებისა და პროდუქტის პრეზენტაციების ორგანიზება გაყიდვების/სერვისის გუნდისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აუცილებელია ავტონაწილების ინდუსტრიაში სამუშაო გამოცდილება;
• ავტონაწილების, ავტომობილების ან ავტოინდუსტრიის პროდუქციის ცოდნა;
• ბრენდის/პროდუქტის მართვის მიმართულებით გამოცდილება;
• მომწოდებლებთან მოლაპარაკების გამოცდილება;
• გაყიდვებისა და კომერციული პროცესების კარგი ცოდნა;
• ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი;
• Excel-ისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
• ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
• დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• სასურველია ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
• მუშაობას ავტონაწილების ინდუსტრიის ერთ-ერთ აქტიურ და განვითარებად კომპანიაში;
• პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
• საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
• საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
• კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსურ სისტემას;
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ავტონაწილების ინდუსტრიაში შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ამ პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნაა.