შპს „თერმოინდუსტრია“ ეძებს ენერგიულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწეს, რომელიც შეუერთდება მარკეტინგის გუნდს და ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული, ციფრული და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვასა და კოორდინაციაში. თუ გიყვარს დინამიურ გარემოში მუშაობა, შეგიძლია რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვა, ხარ პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ვინ ვართ ჩვენ?
შპს „თერმოინდუსტრია“ გათბობის, გაგრილების, კონდიცირების, წყალმომარაგება-კანალიზაციის, სატუმბი სადგურებისა და ჰელიოსისტემების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქტსა და პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.
რას გააკეთებ?
მარკეტინგი და პროექტები:
რას ვითხოვთ?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
რას გთავაზობთ?
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 108 ;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
თუ დაინტერესდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2026
გელოდებით „თერმოინდუსტრიის“ გუნდში!
პერსონალური მონაცემების დაცვა
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.
ამისთვის მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე:
hr@thermoindustria.com
შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!