Premium

ჯავშნების სისტემების სპეციალისტი

09 November - 14 November
Details
Address
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
₾
Salary
1000 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  „მიმინო კავკასიაში“  ეძებს კანდიდატს  ჯავშნების სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.


ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.


სამუშაოს აღწერილობა გულისხმობს სასტუმროების ჯავშნების მართვას.


მოლოდინები ჩვენი გუნდის ახალი წევრის მიმართ:


  • უმაღლესი განათლება;
  • ტურისტულ კომპანიაში რესერვაციების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
  • სხარტი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მოთამაშე და გულისხმიერი;

პირობები:


  • 1000 ლარი ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი. ხელფასის ყოველწლიური გადახედვის პრაქტიკა გვაქვს.
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • პროფესიონალი გუნდი;
  • სამუშაო დრო: 40 სთ, ორშ-პარ;
  • შვებულების 28 დღე;
  • გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 ნოემბერი, 2026წ.


თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.


მადლობას გიხდით „მიმინო კავკასიაში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


Location
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
09 November - 14 November