standart

მოლარე

26 ოქტომბერი - 25 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
13 პეკინის გამზირი, თბილისი
₾
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ICITY • აისითი არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მულტიბრენდული ტექნიკის საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ, ავტორიზებულ პროდუქციას ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა: Apple, Dyson, Bang & Olufsen, Xiaomi, Marshall, JBL, Beats, Honor და სხვა.

 

მაღაზიათა ქსელი „icity” აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.


პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი - არაუმეტეს კვირაში 40 საათისა.
  • სამუშაო დღეები: - კვირაში 5 დღე
  • დასვენების დღე: - 2 დღე 
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
  • კორპორატიული დაზღვევა.
  • მეგობრული გუნდი.
  • ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
  • ლოკაცია - პეკინის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი.

თვისებები:


  •  ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  •  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.  
  •  სალაროსთან მუშაობოს გამოცდილება.
  •  გამართული მეტყველების უნარი.

მოვალეობები:


  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროების დადგენა.
  • მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციები წარმოება.
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


კატეგორია
გაყიდვები
მისამართი
13 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
26 ოქტომბერი - 25 ნოემბერი