standart

ბუღალტერი

27 November - 27 December
Details
Address
ა. ბელიაშვილის ქუჩა, იმერეთის მხარე
₾
Salary
2500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00

Vacancy description

ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტერი,


კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.


„ტრანსპორტერი“


BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ბუღალტრის ვაკანსია.


ძირითადი პირობები:


  • მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70

მდებარეობა:


  • სამუშაო გრაფიკი:  10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

სამუშაო გრაფიკი:


  • ანაზღაურება: 2500 ლარი (ფიქსირებული ხელზე ასაღები)

ანაზღაურება:


  • ჯანმრთელობის დაზღვევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • აუცილებელია ბუღატრის, ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
  • სასურველია  ტექნიკის რეალიზაციისა და სერვისის მიწოდების სფეროში, გაყიდვების საცალო სექტორში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით, ან სპეციალიზირებული საბუღატლტრო განათლება (ACCA, ბაფ და სხვა)
  • აუცილებელია 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • აუცილებელია IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა
  • აუცილებელია RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება: სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება
  • აუცილებელია საბანკო ოპერაციების განხორციელებისა და აღრიცხვის გამოცდილება
  • სასურველია იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავების ცოდნა
  • სასურველია სახელფასო და წარმომადგენლობითი დოკუმენტაციის წარმოების და აღრიცხვის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:


  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
  • RS.ge-ზე მუშაობა: სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება და კონტროლი
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ნაშთების მართვა და კონტროლი
  • საბანკო ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და კონტროლი
  • სალაროს ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი
  • იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება
  • სახელფასო დოკუმენტაციის დამუშავება, პროგრამაში აღრიცხვა და კონტროლი
  • სამივლინებო და წარმომადგენლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, პროგრამაში აღრიცხვა და კონტროლი
  • დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 26 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

 

შერჩევის ეტაპები:


1. რეზიუმეების გადარჩევა

2. პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

 

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

 

            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
           
https://hel-ai.com/apply/vTb3Uj7b

Category
Auto industry
Location
ა. ბელიაშვილის ქუჩა, საქართველო
27 November - 27 December