ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვიგრძვნია გამოფიტულობა, დაღლილობა, მოწყენილობა, პანიკური შეტევის კიდეზე ყოფნა. შეიძლება შენთვის საყვარელი ადამიანი არ გწერს ან მშობლებთან გაქვს უთანხმოება. ან სულაც შენი სამსახური დაემსგავსა ღამის კოშმარს. საკვანძო აქ ის არის, რომ დაღლილობას გრძნობ და ემოციურად მცირე ბიძგი გჭირდება. მეგობრები და მათთან ერთად დროის გატარება, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი იდეაა, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავში ეჭვის შეტანის დროს ფილმებზე დაყრდნობაც კარგი იდეაა. რაღაც გაგებით, ფილმებსაც ხომ სწორედ ამისთვის იღებენ? ზოგიერთი ფილმი ნამდვილად კარგი დასაყრდენია ასეთ დროს. მემგონი თავადაც კარგად ხვდები რაზეა საუბარი: ფილმები საყვარელი ქალი პერსონაჟებით, ანუ როგორც ნეტფლიქსი უწოდებს: “ფილმები ძლიერი ქალური ინიციატივებით”, რომლებიც გარდამტეხ ცვლილებებს ახდენენ თავიანთ ცხოვრებაში და საკუთარ საჭიროებებს პირველ ადგილას აყენებენ. სხვა თუ არაფერი, ისინი გვახსენებენ რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. რატომ? იმიტომ რომ შენ არაჩვეულებრივი ხარ! სწორედ ასეთი ფილმები გვიდნა შემოგთავაზოთ დღეს:
1. Working Girl
ფილმის პირველივე კადრიდან მთლიანად ხარ ჩართული მასში. კარლ საიმონის “Let the River Run”-ის ფონზე მელანია გრიფითი და ჯოანა კუსაკის გმირები ბორანით მიემართებიან მანჰეტენისკენ- სადაც 80-იანი წლების ოცნებები იშვა. მელანიას პერსონაჟს მნიშვნელოვანი გარდატეხა შეაქვს საკუთარ ცხოვრებაში მატყუარა პარტნიორის მიტოვებით (რომლის როლსაც სხვათაშორის არაჩვეულებრივად ასრულება ახალგაზრდა ალეკ ბოლდუინი) და სასურველი სამსახურის საძიებლად წასვლით. აქვე ნუ დავივიწყებთ ამ არაჩვეულებრივ ფრაზას, რომელიც სრულყოფილად ითარგმნება რეალურ ცხოვრებაში: “პირწმინდად გაკოტრებული ვარ და ვგიჟდები მამაკაცზე, რომელსაც ალბათ აღარასოდეს შევხვდები”. ერთი სიტყვით, ამ ფილმს ყველაფერი აქვს, ისტორია ბარიერების გარღვევაზე და “იმის მიღებაზე, რასაც იმსახურებ.”
2. Sex and The City: The Movie
ეს ფილმი გამხნევებასთან ერთად საყვარელ ადამიანთან დაშორებასთან გამკლავებაშიც დაგეხმარება. თუკი კერი შეძლებს უკან დაბრუნებას, მას შემდეგ რაც საკურთხეველთან მიატოვებენ, ან მირანდა მოახერხებს სტივის ღალატთან გამკლავებას, მაშინც შენც შეგიძლია ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდე. ეს ფილმი კარგი მაგალითია იმისა, რომ ცვლილებები ყოველთვის კარგია და ამის მიღწევა მეგობრების მცირე დახმარებით შეგიძლია. როგორც კერი იტყოდა : “ცხოვრება ყოველთვის შენი ფანტაზიების შესაბამისი არ არის, სწორედ ამიტომ გჭირდება მეგობრები, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე.” ეს კიდევ ერთი კარგი შეხსენებაა იმისა, რომ მეგობრები შენს გვერდით არიან, მაშინაც კი, როდესაც შენს ირგვლივ ყველაფერი ნაწილებად იმსხვრება.
3. Clueless
ვისი კუმირი არ ყოფილა შერი? ის გვახსენებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია თუკი ამისთვის სათანადოდ მოვმართავთ ჩვენს გონებას. რამდენჯერ გიფიქრია, რომ ყველაფერი უკვე დაკარგულია, როცა გონებაში სელინ დიონის “All By Myself” ჩაგესმის? შერი გვაჩვენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი უიმედოდ გესახება, მოვლენები უკეთესობისკენ იცვლება. დამატებით იმასაც გეტყვით, რომ 90-იანების ნოსტალგია და სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება ამ ფილმს ახალგაზრდა ქალბატონების გემრიელ ლუკმად აქცევს.
4. The Devil Wears Prada
თუკი ფიქრობ რომ შენი უფროსი ნამდვილი ტირანია, მაშინ გირჩევ ამ ფილმს კიდევ ერთხელ უყურო და შენს იღბლიან ვარსკვლავს მადლობა უთხრა, რომ მირანდა პრისლისთან არ მუშაობ. ენნ ჰეთეუეი ენდის, “სევდიანი პატარა ადამიანის” როლს ასრულებს, რომელსაც მისი მდიდრული ჟურნალის თანამშრომლები ზიზღით უყურებენ. ვერანაირი გარდასახვა ვერ დაეხმარებოდა ენდის თავდაჯერებეულობის მომატებაში, რაც ასე სჭირდებოდა მას, რომ არა საკუთარი საჭიროებების პირველ ადგილზე დაყენება და საკუთარ ნამდვილ მიზნებზე ფოკუსირება. სწორედ აქედან იწყება ყველაფრისთვის სახელის დარქმევა და ყველასთვის იმის ჩვენება, თუ ვინ არის ნამდვილი ბოსი.
5. Under The Tuscan Sun
თუ ფიქრობ, რომ უარესი შეუძებელია მოხდეს, მაშინ წარმოიდგინე რომ შუა ქორწინებაში, ქმარი რომელსაც მთელი ეს დრო მხარს უჭერდი და ეხმარებოდი, მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიგატოვებს და შენი ოცნების სახლსაც თან გაიყოლებს. რას იზამ ასეთ დროს? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მიიღებ რომ ყველაფერი მიატოვო და ტოსკანაში წახვიდე! დაიან ლეინის პერსონაჟიც სწორედ ასე იქცევა. საბოლოოდ გასარემონტებელ ვილასაც შეიძენს და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მიმზიდველი იტალიელიც შეუყვარდება… რადგან ეს ტოსკანაა! ფილმი სავსეა სასაცილო ენის ბარიერებით, სცენური კადრებით და შერილ ქროუს “Soak Up The Sun”-ით. ალბათ უკვე ხვდები ხომ ეს რასაც ნიშნავს? მოკლედ, ეს ფილმი კიდევ ერთი კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ზოგჯერ დიდ რისკებს და გაბედულ ნაბიჯებს, ისეთებსაც კი, რომლებიც ერთი შეხედვით სიგიჟედ გეჩვენება, სათანადო ჯილდოებიც მოჰყვება.
6. Thelma & Louise
ფილმი მოგვითხრობს ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მიმზიდველი ბრედ პიტის და ორი ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის მოგზაურობის ისტორიას. ისინი დაიღალნენ იმით, რომ ისე ექცევიან, როგორც მეორე რიგის მოქალაქეებს და საბოლოოდ გადაწყვეტენ საპასუხოდ რაიმე მოიმოქმედონ. რა თქმა უნდა, ფილმში ცოტა კრიმინალური ანცობებიც არის და ფინალისკენ მოვლენები ბუნდოვანიც ხდება, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ერთ-ერთია იმ მამოტივირებელ ფილმებს შორის, რომელსაც შეგიძლია უყურო, როდესაც თავს დარდი და ნაღველი გახვევია.
7. A League of Their Own
ეს ფილმი ცხოვრების კარგ მეტაფორად შეგვძილია ჩავთვალოთ. რა თქმა უნდა, ცხოვრების მანძილზე ბევრ რამეზე ვტირით, მაგრამ არ ღირს ისეთ მცირე საგნებზე ცრემლად დაღვრა, როგორიც ბეისბოლის მატჩია. ამ ფილმში არა მხოლოდ ერთ, არამედ მთელ დასს შეხვდებით თავდაჯერებული ქალებისა. ყველა მათგანი უკან მოიტოვებს მათთვის კარგად ნაცნობ საქმეებს და ომის დროს ბეისბოლის თამაშს გადაწყვეტენ. ეს დადებითი ემოციების მატარებელი ფილმი დაგარწმუნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რადგან რეალურად მართლაც ასეა.
8. Romy and Michele’s High School Reunion
ფილმი ორ გოგოზეა, რომლებსაც სავარჯიშო დარბაზში პლატფორმებით სიარული შეუძლიათ და ეს ყველაფერი არ არის. საუკეთესო გარდერობის ქონასთან ერთად ყველა დროის საუკეთესო აფიორის მოწყობასაც გადაწყვეტენ: დაბრუნდნენ კოლეჯის შეკრებაზე და ყველას წარმატებულებად მოაჩვენონ თავი. სამწუხაროა, რომ იგივეს გამეორება დღეს უკვე აღარ შეგვიძლია, თუ რა თქმა უნდა, ამ წამსვე ფეისბუქის ანგარიშს არ გავაუქმებთ. მცირე სპოლიერიც აქვე: მართალია ამ აფიორაში წარმატებას ვერ მიაღწევენ, მაგრამ საუკეთესო ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებენ: ყველგან და ყოველთვის იყავი საკუთარი თავი.
წყარო:
hellogiggles