იპოვე სასურველი სამსახური 3-ჯერ უფრო სწრაფად

AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა შენი უნარებისა და ინტერესების მიხედვით იდეალურ ვაკანსიებს თავად შეგირჩევს.

როგორ მუშაობს

1
შექმენი
პროფილი
დაამატე შენი უნარები, გამოცდილება და პრეფერენციები
2
AI
შეგირჩევს
ჩვენი ალგორითმი გაპოვნინებს შესაბამის დამსაქმებელს
3
გააგზავნე CV
ავტოპილოტით
ავტომატურად გამოეხმაურე სასურველ პოზიციებს და დაზოგე დრო და ენერგია

პოპულარული კატეგორიები

🍽️

Horeca

მიმტანი, ბარმენი, მზარეული

350+ ვაკანსია

🏪

გაყიდვები

გაყიდვების მენეჯერი, კონსულტანტი

180+ ვაკანსია

💼

ადმინისტრაცია

რეგისტრატორი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი

120+ ვაკანსია

👀

მომსახურება

ტექნიკური პერსონალი, მძღოლი

90+ ვაკანსია

🏥

ჯანდაცვა

მედდა, ექთანი, ექიმი

75+ ვაკანსია

🎓

განათლება

მასწავლებლები, რეპეტიტორები

65+ ვაკანსია

ხშირად დასმული კითხვები

კარგი CV არის ლაკონური, სტრუქტურირებული და მარტივად წასაკითხი დოკუმენტი, რომელიც პირველი შეხედვით გადმოსცემს თქვენს პროფესიულ ღირებულებას. აუცილებელი სექციებია:
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი, LinkedIn)
  • პროფესიული მიმოხილვა (3-4 წინადადება, რომელიც ასახავს თქვენს გამოცდილებასა და მიზანს)
  • სამუშაო გამოცდილება (შედეგების აღწერით)
  • განათლება
  • ტექნიკური და პიროვნული უნარები
  • ენების ცოდნის დონე
  • არსებობის შემთხვევაში სერტიფიკატები ან პორტფოლიოს ბმული.
გახსოვდეთ: HR მენეჯერი CV-ს საშუალოდ 6-10 წამს უთმობს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირველ ეკრანზე უნდა ჩანდეს.
პასუხი დამოკიდებულია ქვეყნისა და სფეროს სტანდარტებზე. საქართველოში ფოტოს დამატება ჯერ კიდევ მიღებული პრაქტიკაა, თუმცა სულ უფრო ნაკლები კომპანია ითხოვს ფოტოს CV-ში, რათა შერჩევის პროცესი მიუკერძოებელი იყოს. თუ ფოტოს დამატებას გადაწყვეტთ, გამოიყენეთ პროფესიული, ბოლო 1-2 წლის ფოტო ნეიტრალურ ფონზე, სამსახურეობრივი ტანსაცმლით. არ გამოიყენოთ სელფი, Instagram-ის ფოტო, ჯგუფური ფოტოდან ამოჭრილი სურათი. მაღალტექნოლოგიური ან საერთაშორისო კომპანიებისთვის ფოტოს გარეშე CV ხშირად უფრო გამართლებულია.
სამსახურის სწრაფი პოვნა სამ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაკანსიაზე მორგებული განაცხადი, სწრაფი მოქმედება და რაოდენობა. რაც უფრო კონკრეტულ ვაკანსიაზეა მორგებული თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, მით უფრო მაღალია ინტერვიუს ჩანიშვნის ალბათობა. ამავდროულად, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 1 ინტერვიუს დასანიშნად საჭიროა 10-15 ხარისხიანი განაცხადი. სწორედ ამიტომ Awork-ის Job Autopilot ფუნქცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც სწრაფი შედეგი სჭირდება. AI ავტომატურად პოულობს რელევანტურ ვაკანსიებს და თქვენი სახელით აგზავნის განაცხადებს 24/7-ზე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
საქართველოში სამუშაოს ძიებისთვის რამდენიმე ძირითადი პლატფორმა არსებობს. Awork.ge გამოირჩევა ინოვაციური AI ასისტენტით, რომელიც ამარტივებს სამსახურის ძიების მთელ პროცესს CV-ის შექმნიდან Job Autopilot-ის გზით ავტომატური განაცხადების გაგზავნამდე. LinkedIn განსაკუთრებით ეფექტურია საერთაშორისო კომპანიებისა და მენეჯმენტის პოზიციებისთვის. სოციალური ქსელების პროფესიული ჯგუფები კი ხშირად შეიცავს ოფიციალურ პლატფორმებზე გამოუქვეყნებელ ვაკანსიებს. შესაბამისად, თუ გამოიყენებთ Awork -ს და AI ასისტენტს, თქვენი განაცხადი საქართველოში გამოქვეყნებული ყველა შესაბამის ვაკანსიაზე გაიგზავნება.
გამოცდილების გარეშე სამსახურის ძიება შესაძლებელია, თუ სწორ სტრატეგიას აირჩევთ. CV-ში წინ წამოიწიეთ: საუნივერსიტეტო პროექტები (განსაკუთრებით გუნდური), სტაჟირებები, მოხალისეობრივი გამოცდილება, ონლაინ კურსების სერტიფიკატები და პირადი პროექტები (ტექნოლოგია, პორტფოლიო, ბლოგი). ფოკუსი გააკეთეთ დამწყებ პოზიციებზე, სადაც კომპანიები თავად ასწავლიან. ასევე, მნიშვნელოვანია მზადყოფნის ჩვენება სწავლისთვის. კომპანიაში ტრენინგი ხშირად უფრო ფასეულია ვიდრე 2 წლის გამოცდილება სფეროში, სადაც ყველაფერი სწრაფად იცვლება.
რა უნარებს ეძებენ დამსაქმებლები კანდიდატებში? 2024-2025 წლების კვლევებით, დამსაქმებლები ყველაზე მეტად აფასებენ:
  • ტექნიკური უნარებიდან - AI/ML ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა, მონაცემთა ანალიზი, ციფრული წიგნიერება;
  • პიროვნული კომპეტენციებიდან - ადაპტაციის უნარი (ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება), კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, კომპლექსური პრობლემების გადაჭრა, გუნდური კომუნიკაცია.
  • განსაკუთრებით ფასდება მრავალპროფილური უნარები - ერთ სფეროში ღრმა ექსპერტიზა + სხვა სფეროებში ფართო ორიენტაცია.
ეფექტური მომზადება 3 ძირითად ნაბიჯს მოიცავს:
  • კომპანიის კვლევა - გაეცანით კომპანიის ვებ-გვერდს, LinkedIn-ს, ბოლო სიახლეებს, ინტერნეტ მიმოხილვებს.
  • მოამზადეთ პასუხი კითხვაზე: "რატომ სწორედ ეს კომპანია?".
  • დროის დაზოგვაში - ამცირებს პირველადი კომუნიკაციის პერიოდს.
  • ყურადღებით გადაიკითხეთ ვაკანსიის მოთხოვნები და მოამზადეთ კონკრეტული მაგალითები თქვენი გამოცდილებიდან, რომლებიც ამ მოთხოვნებს.
გასაუბრებაზე ყველაზე ხშირი კითხვები 4 კატეგორიად იყოფა
  • პირადი შეკითხვები: "მოგვიყევით თქვენს შესახებ" - გამოიყენეთ "წარსული-აწმყო-მომავლის" მოდელი; "რა არის თქვენი ძლიერი/სუსტი მხარეები"
  • სიტუაციური კითხვები: "აღწერეთ რთული სიტუაცია და გამოსავალი".
  • მოტივაციის კითხვები: "რატომ ჩვენთან?" - კომპანიის კვლევის შედეგი.
  • კომპეტენციის კითხვები: ტექნიკური ცოდნის გადამოწმება.
ყველა კანდიდატი ნერვიულობს ინტერვიუმდე, განსხვავება ის არის, თუ როგორ მართავთ მას ეფექტურად. პრაქტიკული ტექნიკები: ინტერვიუს წინ ჩაატარეთ ვარჯიშები დამოუკიდებლად ან ვინმეს სთხოვეთ დაგეხმაროთ. ასევე, შეგიძლიათ ჩაწეროთ ვიდეო და შემდეგ დაუკვირდეთ შედეგს. ყველაზე სტრესული პირველი რამდენიმე წუთია, ამიტომ მოემზადეთ მთავარი კითხვისთვის, რომლითაც ინტერვიუების უმეტესობა იწყება: "მოგვიყევით თქვენს შესახებ". დეტალური მომზადება ნერვიულობის საუკეთესო პრევენციაა, ნერვიულობა ყველაზე ხშირად მოუმზადებლობის ნიშანია.
კარიერის სწორი დაგეგმვა იწყება საკუთარი ინტერესების, ღირებულებებისა და ძლიერი მხარეების განსაზღვრით. დასახეთ მოკლევადიანი (1 წელი) და გრძელვადიანი (3-5 წელი) მიზნები, შეადგინეთ მათი მიღწევის გზამკვლევი და რეგულარულად გადახედეთ მას, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი მიმართულებით ვითარდებით.

მზად ხარ დაიწყო?

შეუერთდი ათასობით ადამიანს, რომლებმაც იპოვეს სამსახური Awork-ის მეშვეობით