Awork არის ციფრული დასაქმების ეკოსისტემა, რომელიც რეკრუტინგის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ტექნოლოგია გეხმარებათ საუკეთესო კანდიდატების შერჩევაში და ამცირებს რეკრუტინგზე დახარჯულ დროსა და რესურსებს 50%-ზე მეტით.


Awork არის AI-ზე დაფუძნებული ციფრული ეკოსისტემა, რომელიც ქმნის სწრაფი დაქირავებისა და მარტივი დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობას, როგორც კომპანიებისთვის, ისე მაძიებლებისთვის.
მობილური აპლიკაციის ინტუიციური მოდელი სწრაფი და პერსონალიზებული შერჩევის გარანტიაა. ვაკანსიებზე გამარტივებული გამოხმაურების ფორმატი კანდიდატთა რაოდენობას 4-ჯერ ზრდის და დაქირავების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს
ჩვენი ATS ნებისმიერი პროფილის ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს რეკრუტინგის სრულ ციკლს: ვაკანსიების გამოქვეყნებას, AI-შეფასებას, ინტერვიუების დაგეგმვასა და კანდიდატების მართვას.
ეს ყოვლისმომცველი (All-in-One) სისტემა 50%-მდე აჩქარებს დაქირავების პროცესს და გუნდს ორი სრულგანაკვეთიანი თანამშრომლის სამუშაო რესურსს უზოგავს.
