ძალაში შესვლის თარიღი: 29/02/2024
წინამდებარე ვებ-გვერდის (შემდგომში “Awork”) გამოყენება რეგულირდება შპს „ევორქი“ (ს/კ 405583676), მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩა, N16, კომერციული ფართი N5, სართული 1) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს “Awork”-ის გამოყენებას. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „ევორქის" მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. “Awork”-ზე გამოქვეყნებული სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.
ტერმინთა განმარტებანი
- “Awork”- შპს „ევორქის“ მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი (საიტი) და აპლიკაციები ( https://awork.ge )
- "მმართველი კომპანია"- “Awork”-ის მმართველი კომპანია - შპს “ევორქი” (ს/კ 405583676, მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩა, N16, კომერციული ფართი N5, სართული 1);
- “მაძიებელი” - ფიზიკური პირი რომელიც სარგებლობს “Awork”-ის მომსახურებით, ანთავსებს ან მოიძიებს სასურველ ინფორმაციას;
- “ორგანიზაცია” - იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს “Awork”-ის მომსახურებით.
- „სამუშაოს მაძიებელი“ – ფიზიკური პირი რომელიც სარგებლობს “Awork”-ის მომსახურებით, ანთავსებს ან მოიძიებს სასურველ ინფორმაციას.
- „ვაკანსია“ - “ორგანიზაციის” მიერ გამოცხადებული ვაკანსია.
- „განცხადება“ - “ორგანიზაციის” მიერ გამოცხადებული ვაკანსია.
- „რეზიუმე / CV” – მომხმარებლის პროფესიული და აკადემიური ისტორია;
- „აპლიკაცია“ - მომხმარებლის მიერ ვაკანსიაზე გაგზავნილი CV და მომხმარებლის პროფილი;
- „პლატფორმა“ – „მმართველი კომპანიის“ მიერ ოპერირებადი ვებ-გვერდი https://awork.ge
- “ორგანიზაციის” პროფილი“ - ციფრული სივრცე, რომელსაც იყენებს “ორგანიზაცია” “Awork”-ის მომსახურებით სარგებლობისას;
- „მომხმარებლის პროფილი“ - ციფრული სივრცე, რომელსაც იყენებს “მომხმარებელი” “Awork”-ის მომსახურებით სარგებლობისას.
- „ჩვენ“ - შპს „ევორქის“ მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი (საიტი) და აპლიკაციები (https://awork.ge)
შეთანხმების ძირითადი პირობები
- “Awork” არის კომპანია, რომელიც „სამუშოს მაძიებლებსა“ და „ორგანიზაცებს“ აკავშირებს ერთმანეთთან.
- „მმართველ კომპანია“ არ ფლობს “Awork”-ზე განთავსებულ ვაკანსიებს და „პლატფორმაზე“ განთავსებული ვაკანსიები ეკუთვნით „ორგანიზაციებს“, რომლებიც სარგებლობენ „ჩვენი“ სერვისით.
- „მმართველი კომპანია“ “მომხმარებელს” აძლევს ონლაინ წვდომას „ორგანიზაციების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე;
- „მმართველი კომპანია“ რეგისტრაციის შემდეგ „ორგანიზაციებს“ აძლევს წვდომას ბიზნეს პროფილზე.
-
თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია არ უნდა:
- იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში “მომხმარებელი”.
- ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
- ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.
- შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
- შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
- შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
- მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
- უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
- შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
- შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკრეტული ქონების, პროდუქციისა თუ მომსახურებისა, რომელიც განთვსებულია ევორქში), აკრძალულია განცხადებაში სხვა ვებ-გვერდის მითითება.
- არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
ხელშეკრულების საგანი ორგანიზაციებისთვის:
-
„ორგანიზაციებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების ღირებულების სანაცვლოდ
ორგანიზაციების მიერ
„“Awork”“-ის სერვისების გამოყენება, რომელიც შეიძლება იყოს:
- „ვაკანსიის“ „პლატფორმაზე“ განთავსება;
- „მომხმარებლების“ ბაზასთან წვდომა;
- “ბიზნეს პროფილი”ს“ სხვადასხვა ფუნქციონალით სარგებლობა;
- მარკეტინგული აქტივობები;
ხელშეკრულების საგანი მომხმარებლებისთვის:
-
მომხმარებლებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „პლატფორმის“ გამოყენებით შემდეგი უფასო
სერვისებით სარგებლობა,
რომელიც შეიძლება იყოს:
- „პლატფორმაზე“ „CV“-ს შედგენა;
- „პლატფორმაზე“ „ვაკანსიების“ აღმოჩენა;
- “პლატფორმიდან”“ „ვაკანსიაზე“ „აპლიკაციის“ გაგზავნა;
- გაგზავნილი და შენახული „ვაკანსიების“ მართვა;
- კატეგორიების გამოწერა;
- „მომხმარებლებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პლატფორმის გამოყენებით შემდეგი ფასიანი
სერვისებით სარგებლობა,
რომელიც შეიძლება იყოს:
- „ორგანიზაციებისთვის“ პროფილის ხილვადობა;
რეგისტრაცია ორგანიზაციებისთვის
- “Awork”-ის „პლატფორმის“ გამოსაყენებლად „ორგანიზაციამ“ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
- “Awork”-ზე რეგისტრაციის გავლისას „“ორგანიზაცია”მ“ შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს კომპანიის
შესახებ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- ელ.ფოსტა;
- საკონტაქტო პირის მობილური ნომერი;
- პაროლი
- „მმართველი კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია (ასეთის არსებობისას).
- “ორგანიზაცია” რეგისტრაციის დასრულებამდე უნდა დაეთანხმოს “Awork”-ის წესებსა და პირობებს.
-
“ბიზნეს პროფილის” გამოყენებით “ორგანიზაციას” აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს შემდეგი
სერვისებით/ფუნქციონალებით:
- “ორგანიზაციის” მართვასთან დაკავშირებული მოდული;
- რეკრუტმენტის მოდული;
- ანალიტიკის მოდული;
- ბიზნესის პროფილში მითითებული ინფორმაციის/მონაცემების სისწორეზე და ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ორგანიზაციას”.
- “ორგანიზაცია” პასუხისმგებელია ბიზნესის პროფილში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. “ორგანიზაცია” პასუხისმგებელია ყველა იმ უარყოფით შედეგზე და ზიანზე, რაც გამოწვეულია მის მიერ ბიზნესის პროფილის გამოყენებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდების გამო.
- ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაციით, თქვენ გვაძლევთ უფლებას გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები თქვენი ბიზნესისთვის პერსონალური შეთავაზებების მოსაწოდებლად sms-ის, email-ის თუ ციფრულ სივრცეში რეკლამირების საშუალებით.
რეგისტრაცია მომხმარებლებისთვის:
- “Awork”-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გახლავთ უფასო. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის თქვენ გაქვთ სამი ალტერნატივა, “მომხმარებელმა” ან უნდა მიუთითოს მობილურის ნომერი, რომელზეც მიიღებს აქტივაციის კოდს და შემდგომ შეიყვანს პაროლს და სხვა პერსონალურ მონაცემებს ან განახორციელოს რეგისტრაცია Facebook-ის ან Google-ის “ანგარიშის” გამოყენებით
- გთხოვთ გაუფრთხილდეთ და არ გადასცეთ მესამე პირებს თქვენი პაროლი.
- თქვენ პასუხისმგებელნი ხართ “Awork” ვებ-გვერდზე განხორციელებულ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებაზე თქვენი პროფილის სხვა პირების მიერ გამოყენების შემთხვევაშიც კი. თქვენ, როგორც “მომხმარებელი”, კისრულობთ ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
- იმ შემთხვევაში თუკი თქვენს მიერ არასწორი ინფორმაცია იქნა მითითებული, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, ავტორიზაციის შემდეგ, შეგიძლიათ დააკორექტიროთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს პროფილში.
- “Awork” არ ფლობს ინფორმაციას და არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სერვისების შეძენისას გამოყენებული საბანკო ბარათების ისეთი მონაცემების შესახებ, როგორიცაა ბარათის ნომერი, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა.
- მომხარებლის მიერ ვებ-გვერდზე შემდგომი გადახდებისთვის დამახსოვრებული ბარათი ინახება ბანკის დაცულ სერვერზე.
ავტორიზაცია
- “ანგარიშის” რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით “მომხმარებელი” და “ორგანიზაცია” გადის ავტორიზაციას.
- ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის და “ორგანიზაციის” უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
“მომხმარებელი”, მისი ასაკი, განცხადებები და გარანტიები
-
“Awork”-ის ვებ-გვერდით და სარგებლობისთვის, მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან
აღემატებოდეს 18 წელს, წინააღმდეგ
შემთხვევაში საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. წინამდებარე წესებსა და პირობებზე
დათანხმებით, “Awork”-ით
სარგებლობით და მომსახურების მიღებისას, “მომხმარებელი” ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ:
- წარმოადგენს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს ან გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
- არ წარმოადგენს თაღლითობის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო და აკრძალული მოქმედების ობიექტს ვილი ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან;
- სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარს, ათვითცნობიერებს წინამდებარე წესებისა და პირობების არსს და მათგან გამომდინარე მათ შორის სამართლებრივ შედეგებს;
- “მომხმარებელს” გააჩნია ან მიღებული აქვს სრული უფლებამოსილება შეუზღუდავად ისარგებლოს “Awork”-ის ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურებით და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
- ყურადღებით გაეცნო და მისთვის სრულად მისაღებია წინამდებარე წესები და პირობები, ისევე როგორც “Awork”-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველ მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი და მისი ქმედება არ არის და არ იქნება მომავალში მიმართული “Awork”-ის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ;
- “მომხმარებელი” აცხადებს თანხმობას, რომ “Awork”-ის განხორციელებული სატელოფონო კავშირის (როგორც შემავალი, ისე გამავალი ზარები) დროს მხარეთა შორის საუბარი ჩაწერილ იქნას “Awork”-ის მიერ და გამოყენებულ იქნას როგორც მომსახურების გაუმჯობესების, ისე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
- აღნიშნული განცხადებების და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, “Awork”-ს გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრული უფლებამოსილება, “მომხმარებელი” თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას “Awork”-ი ნებისმიერი ზარალისგან, საჩივრისგან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ხარჯისგან, იურიდიული პროცესებისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი დარღვევის შედეგად.
გადახდები “ორგანიზაციის” მიერ
- ვაკანსია
- “ორგანიზაცია” “ვაკანსიის”გამოქვეყნებისას სერვისის საფასურს იხდის უნაღდო ანგარიშსწორებით - საბანკო ბარათით ან ონვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვით.
- “ორგანიზაცია” თავად ირჩევს “ვაკანსიის”სასურველ ტიპს, რაზეც დამოკიდებულია მომსახურების ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით).
- „ვაკანსიის“ ტიპები და ფასი ხელმისაწვდომია “ბიზნეს პროფილში”.
- “მმართველი კომპანია” იღებს პასუხისმგებლობას რომ „ვებ-გვერდის“ მეშვეობით გადახდა მუშაობდეს და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში იზრუნოს მის აღმოფხვრაზე.
რეზიუმეს / CV-ს შედგენა და “პლატფორმიდან” გაგზავნა
- “მომხმარებელს” რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია პლატფორმაზე შექმნას საკუთრი რეზიუმე, რომელსაც ის გამოიყენებს ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნის დროს. ასევე, “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა საკუთრი CV-ს პროფილში ატვირთვის.
- „მომხმარებელი“ ვალდებულია რეზიუმეს შედგენის დროს მიუთითოს უტყუარი ინფორმაცია;
- “მომხმარებელს” აქვს შსაძლოებლობა ნებისმიერ დროს განაახლოს და რედაქტირება გაუკეთოს რეზიუმეს;
- “მომხმარებელს” გარკვეულ ვაკანსიებზე შეუძლია “პლატფორმიდან” გაუსვლელად აპლიკაციის გაგზავნა “CV-ს გაგზავნა“ ღილაკის გამოყენებით. “პლატფორმიდან” გაგზავნილ რეზიუმეს “ორგანიზაცია” მიიღებს, როგორც ელ.ფოსტაზე ასევე მათ “ბიზნეს პროფილში”.
- “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა გახადოს პროფილი ხილვადი ორგანიზაციებისთვის, რა დროსაც ორგანიზაციები შეძლებენ შესაბამის ბაზაში მომხმარებლის პროფილის/რეზიუმეს ნახვას.
- “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა დამატებით რეზიუმეში ატვირთოს სამოტივაციო ვიდეო, რომლის ზომაც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
- „მომხმარებლის“ რეზიუმე არ არის ხილვადი სხვა მომხმარებლებისთვის.
- “მომხმარებელს” აქვს შესაძლებლობა გადმოწეროს პლატფორმაზე შექმნილი „CV“ პდფ ფორმატში.
ვაკანსიის განთავსება
- “ორგანიზაცია” “ვაკანსიის”განთავსებას ახორციელებს “ბიზნეს პროფილის” გამოყენებით.
- “ვაკანსიის” განთავსებისას “ორგანიზაცია” თავად ირჩევს “ვაკანსიის”ტიპს.
- “ვაკანსიის” გამოქვეყნებისას “ორგანიზაცია” ვალდებულია მიუთითოს სწორი, უტყუარი და უახლესი ინფორმაცია.
- “ვაკანსიის” გამოქვეყნებისთვის აუცილებელია ვაკანსია შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: (ა) “ვაკანსიის” ტიპი; (ბ) “ვაკანსიის” დასახელება; (გ) “ვაკანსიის” აღწერა; (დ) გადახდის მეთოდი; (ე) გამოქვეყნების თარიღი და ხანგრძლივობა;
- “ვაკანსიის” განთავსებისას “ორგანიზაცია” თავად ადგენს “ვაკანსიის” გამოქვეყნების თარიღსა და ხანგრძლივობას. “ვაკანსიის” ტიპის საფუძველზე განისაზღვრება “ვაკანსიის” მაქსიმალური ხანგრძლივობის ვადა.
- “ვაკანსიის” გამოქვყენებისას თუ “ორგანიზაცია” გადახდის მეთოდად გამოიყენებს საბანკო ბარათით გადახდას და ტრანზაქცია იქნება წარმატებული, “ვაკანსიის” გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს.
- “ვაკანსიის” გამოქვეყნებისას თუ “ორგანიზაცია” გადახდის მეთოდად გამოიყენებს ინვოისით გადახდას, ვაკანსია გამოქვეყნდება მას შემდეგ რაც თანხის ასახვა მოხდება „მმართველი კომპანიის“ საბანკო ანგარიშზე ან თანხის ასახვამდე “ორგანიზაცია” გაუგზავნის საგადახდო ქვითარს “მმართველ კომპანიას”.
ვაკანსიის შინაარსი, შეზღუდვები და გარანტიები
- „ორგანიზაცია“ პასუხისმგებელია “ვაკანსიის”განცხადების შინაარსზე და „მმართველ კომპანიას“ არ შეიძლება დაეკისროს არავითარი პასუხისმგებლობა, “ვაკანსიის” არსობრივ შინაარსთან დაკავშირებით.
-
„ორგანიზაცია“ ვალდებულია “ვაკანსიის“ ტექსტის გამოქვეყნებისას დაიცვას შემდეგი საკითხები:
- განცხადება არ უნდა შეიცავდეს შეურაცხყოფას, დისკრიმინაციას ან/და მუქარას.
- განცხადება არ უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია შელახოს მესამე პირის რეპუტაცია;
- განცხადება არ უნდა შეიცავდეს მცდარ ინფორმაციას;
- განცხადებაში დაცული უნდა იყოს ზოგადი ბიზნეს ეთიკის ნორმები;
- განცხადება არ უნდა არღვევდეს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას;
- განცხადება არ უნდა არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს;
- „მმართველი კომპანია“ ვალდებულია ეტაპობრივად გაუწიოს მონიტორინგი „ვებ-გვერდზე“ განთავსებული ვაკანსიებში არსებულ ინფორმაციას;
- „მმართველი კომპანია“ უფლებას იტოვებს წაშალოს ნებისმიერი ვაკანსია, რომელიც არ აკმაყოფილებს 12.2 ქვე-პუქნტების მოთხოვნებს;
- „მმართველი კომპანია“ არ არის ვალდებული „ორგანიზაციის“ მიერ 12.2 ქვე-პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუბრუნოს „ვაკანსიის“ ღირებულება;
ინტელექტუალური საკუთრება
- “Awork”, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს „ევორქის" საავტორო უფლება. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება „Awork“-ის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე. საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება “Awork“-ზე და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით). აკრძალულია “Awork”-ზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) „მმართველი კომპანიის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ლიცენზია
- თუ თქვენ ეთანხმებით ზოგად წესებსა და პირობებს, ჩვენ გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ უფასო, არა ექსკლუზიური წვდომა “Awork”-ის ვებ-გვერდზე, თქვენ ამ ლიცენზიის სხვისთვის გადაცემის უფლება არ გაქვთ. თქვენი ექაუნთის გაუქმების შემთხვევაში, თქვენი არა ექსკლუზიური ლიცენზიაც უქმდება.
- აპლიკაციის ლიცენზიის ქონის დროს არ გაქვთ უფლება აპლიკაციის დეკომპილაციის, დაშლის (reverse engineering) ან რაიმე სხვა გზით აპლიკაციის კოდზე წვდომის მოპოვებისა. არ გაქვთ უფლება რაიმე გზით დააზიანოთ ვილის აპლიკაციის მუშაობის სქემა ან სცადოთ არაავტორიზებულ მონაცემებზე წვდომა.
- ლიცენზიის გაწყვეტის მომენტში ვალდებული ხართ შეწყვიტოთ “Awork”-ის აპლიკაციის გამოყენება.
პასუხისმგებლობა
- „მმართველი კომპანია“ არ იძლევა გარანტიას რომ სერვისს გაუწევს “მომხმარებელს” უწყვეტად ან შეცდომის გარეშე. ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი გუნდი იზრუნებს მის გამოსწორებაზე შეძლებისდგავარად სწრაფად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სერვისის გაწევა შეიძლება შიგადაშიგ შეიზღუდოს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემების გამო.
- „Awork“-ი, მისი წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებლები თქვენს წინაშე თუ თქვენ დაზარალდებით „მმართველი კომპანიის“ სერვისის უწყვეტობაზე დაყრდნობით.
- ფინანსური პასუხისმგებლობა „მმარველი კომპანიის“ მხრიდან კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში შეზღუდულია 1000 ლარით. “მომხმარებელს” უფლება ექნება ზარალის ანაზღაურების საფასური მოითხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „Awork”-ი დაარღვევს კონტრაქტს. “
- „მმართველმა კომპანიამ“ შეიძლება შეგიწყვიტოთ გამოყენების უფლება კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ან თუ ჩავთვლით რომ საფრთხეს წარმოადგენთ კომპანიისთვის.
- „მმართველი კომპანია“ არ გასცემს გარანტიას, რომ პლატფორმაზე ვაკანსიის განთავსება ავტომატურად კადრის მოძიების ტოლფასია. ასევე, „მმართველი კომპანია“ არ გასცემს გარანტიას, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზვნა დასაქმების ტოლფასია.
- „სამუშაოს მაძიებელი“ და „ორგანიზაცია“ ერთმანეთთან მოლაპარაკებით ახდენენ შეთანხმებას და დასაქმების კონტრაქტის გაფორმება მათზეა დამოკიდებული.
- „მმართველი კომპანია“ არ არის პასუხსიმგებელი აყვანილი თანამშრომლის კანონიერ ქმედებებზე, პერფორმანსზე და შემდგომ საქმიანობაზე. ასევე, დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაზე.
შესწორებები ზოგად წესებსა და პირობებში
- მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის დროს “მომხმარებელი” და „ორგანიზაცია“ მიიღებს შეტყობინებას „ვებ-გვერდზე“ ან/და იმეილზე. „ვებ-გვერდის“ გამოყენების გაგრძელებისას “მომხმარებელი” და „ორგანიზაცია“ ავტომატურად ეთანხმება ცვლილებებს.
კონტაქტი
- ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის, ჩვენი კომპანიის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე წესებისა და პირობების შესახებ კითხვებისა და კომენტარების არსებობის, რეგისტრაციისას ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების დროს ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: legal@awork.ge