პრემიუმი

სოციალური მედიის მენეჯერი

19 მაისი - 03 ივლისი
დეტალები
მისამართი
2 დელისის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
დეპარტამენტი
მარკეტინგი

ვაკანსიის აღწერა

ტექნოლოგიური კომპანია BeToBe-ს - სტარტაპი Awork ეძებს ახალგაზრდა, ენერგიით სავსე და კრეატიულ ადამიანს, რომელიც მიიღებს საინტერესო კონტენტის შექმნაში მონაწილეობას და მართავს Awork-ის სოციალური მედიის არხებს.  

ჩვენი სტარტაპი სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ბიზნეს პროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლები მარტივად აღმოაჩენენ ვაკანსიებს და პლატფორმიდან გაუსვლელად აგზავნიან აპლიკაციას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედია სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • Awork-ის გუნდთან ერთად კონენთის შემუშავება, სარეკლამო გეგმის გაწერა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და პოსტების განთავსება (Facebook, Linkedin, Instagram);
  • კამპანიების თვალყური დევნება, რეპორტების და რეკომენდაციების მომზადება; 
  • მომხმარებლებთან სწრაფი და ადეკვატური კომუნიკაცია სოც. ქსელების მეშვეობით;
  • ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა;
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკის ცოდნა;
  • Facebook Ads, Business Manager -ის ცოდნა;
  • ანალიტიკის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • გამართული, შემოქმედებითი და კრეატიული წერის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;

თუ ჯერ არ გაქვს გამოცდილება, მაგრამ ხარ ტექ-სტარტაპ ენთუზიასტი, გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი და აკმაყოფილებ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა. 

კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სლოგანი
Materialize Imagination
მისამართი
2 დელისის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 მაისი - 03 ივლისი