მოლარე

77 წერეთლის გამზირი, თბილისი
Full time
On-site
06 June - 23 July

Vacancy description

კომპანია „ევროპროდუქტი“ ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 32 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას დარბაზის კონსულტანტის პოზიციებზე ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი (კვირაში 6 დღე) განაკვეთი ცვლებში + საინტერესო ბენეფიტები

ანაზღაურება: 650 ლარი + 6 თვის შემდეგ სტაჟის დანამატი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქტის პრეზენტაცია;
  • მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • თაროების ახალი პროდუქციით რეგულარულად შევსება, კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაგვიგკავშირდით ნომერზე: +995 595307322 შეავსეთ განაცხდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/europroductcareer. შემოუერთდი ჩვენ გუნდს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. „ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

Details
Salary
650 ₾
Department
Sales
Employment type
Full time
Working type
On-site
Languages
ქართული
Skills
Customer Service Skills, Customer Service, პრეზენტაცია
About Employer
Category
Sales, Procurements, Warehouse and packaging
Slogan
ხარისხიანი, სანდო, ხელმისაწვდომი.
Location
77 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
06 June - 23 July