სტანდარტული

სტუმართა მომსახურების აგენტი

08 ივნისი - 08 ივლისი
დეტალები
მისამართი
3 გორგასალის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
English, Русский
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა
უნარები
მომხმარებლების მომსახურება, გუნდურად მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

შპს "გლორია" გახლავთ ბუტიკის ტიპის სასტუმრო "ტიფლის პალასი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორან "ტიფლის ვერანდას". კომპანია გამოირჩევა სტაბილურობით, უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას Guest Service Agent-ის (სტუმართა მომსახურების აგენტი) პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • შეამოწმოს ყველა მოწყობილობა, ტექნიკური და სხვა სახის, ასევე ყველა ოთახში არსებული ნივთები და ნებისმიერი დანაკლისის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს შესაბამის დეპარტამენტს;
  • მიიღოს და დააბინაოს სტუმრები;
  • სტუმრებს გადასცეს ოთახის გასაღები;
  • განახორციელოს კომპანიის კურსის გათვალისწინებით ყველა რეზერვაციის, რეზერვაციის გაუქმების და სტუმრის არ გამოცხადების ადმინისტრირება;
  • უხელმძღვანელოს სტუმრების რეგისტრაციასა და მათ სასტუმროდან წასვლას;
  • იმუშაოს სასტუმროს მართვის სისტემაში;
  • უპასუხოს სატელეფონო ზარებს და განახორციელოს მათი გადამისამართება;
  • მიიღოს სატელეფონო შეტყობინებები და დააყენოს მაღვიძარა სტუმრებისთვის ან დაურეკოს მათ გასაღვიძებლად;
  • თავაზიანად უპასუხოს ტელეფონით, ელექტრონულად ან პირადად მიღებულ კითხვებს;
  • განათავსოს სტუმრების კუთვნილი ძვირფასი ნივთები სასტუმროს სეიფში ან ფასეულობების შესანახ ყუთში;
  • მიიღოს და გადაამისამართოს სტუმრების საჩივრები სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერთან და ფრონტ ოფისის მენეჯერთან, რათა მოხდეს ამ საკითხების სათანადოდ მოგვარება კომპანიის პოლიტიკის გათვალისწინებით;
  • შეასრულოს სხვადასხვა სამდივნო ვალდებულებები;
  • დაიცვას სისუფთავე მისაღებში;
  • უზრუნველყოს მაღალი დონის მომსახურების გაწევა;
  • შეასრულოს ფრონტ ოფისის მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია კლიენტებთან მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • Fidelio და Opera-ში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისურის ან/და რუსულის ცოდნა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • კეთილსინდისიერი;
  • პუნქტუალური;
  • თავაზიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას

 

კატეგორია
ჰორეკა
მისამართი
3 გორგასალის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 ივნისი - 08 ივლისი