შპს „მაქსთერმი„ რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სერვისის სამსახურის შიდა და გარე დოკუმენტ-ბრუნვის წარმართვა, კოორდინირება, საბუთების კონტროლი და მოწესრიგება/დაფაილება;
ქოლცენტრის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
სერვისში შემავალი საწყობის მარაგის კონტროლი;
სერვისის მომსახურების ჯგუფისთვის გამოძახების განრიგის შედგენა ქოლცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
სერვისის მომსახურების ჯგუფის მიმდინარე სამუშაოების მართვა, სამუშაოს შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
სერვისის ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
სასურველია გათბობა/გაგრილების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
პიროვნული თვისებები:
დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
გუნდის მართვის უნარი;
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
დეტალები
₾
ხელფასი
1200 ₾
დეპარტამენტი
მენეჯმენტი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:30 - 18:00
უნარები
გუნდის მართვა, ორგანიზების უნარები, გუნდურად მუშაობის უნარი