კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობა:
- ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
- სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
- შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
- მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
- შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
- ანგარიშსწორება.
აუცილებელი უნარები:
- შრომისმოყვარეობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!