შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
მულტი არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
- დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მზარდ ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!