სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700 - 950 ლარი;
- ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
- კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება FIFO-ს წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით;
- ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და მარაგების რეგულარული კონტროლი;
- ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
- ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის სივრცის პროდუქციით მომარაგება.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!