სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „კატეგორიის საწყობის მენეჯერის“ პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კონკრეტული საქონლის კატეგორიის საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა
და მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიენტთა სრულყოფილი მომსახურება და
მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- სანიტრული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი
თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის
ჰიგიენა (ყოველდღიურად საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის
უზრუნველყოფა));
- სამუშაო დროის და დავალებების სწორად განაწილება;
- თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების
ნორმების დაცვის კონტროლი;
- ხელმძღვანელთან შეთანხმებით სასაწყობე ფართის სწორად
დაგეგმვა-გამოყენება და მის საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა,
მდგომარეობა, სწორი განლაგება);
- საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის
სამუშაოების ორგანიზება (საქონლის კატეგორიის საწყობში, რომელზეც
პასუხისმგებელია);
- პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
- ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც
საქონლის მიღებისას, ასევე გაცემისას;
- მარაგების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
- წუნდებული პროდუქციის მართვა;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის
მიღება ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
- ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც
ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
- ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების
შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობში ანალოგიურ პოზიციაზე
მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
- შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სასურველი
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- მოწესრიგებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო
გრაფიკი - სრული;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ,
გამოაგზავნეთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ
მოცემულ მოთხოვნებს.