Standart

ბრენდ მენეჯერი

30 June - 30 July
Details
Address
დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
09:00 - 18:00
Skills
გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა

Vacancy description

შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას  ბრენდ მენეჯერის  პოზიციაზე.

 

თუ გადაწყვეტთ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, შეგეძლებათ იმუშაოთ ძალიან მეგობრულ და პროფესიონალ   გუნდში, ჩართოთ ბრენდის განვითარებაში და შეიტანოთ წვლილი სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებაში.

 

ძირითადი გუნქცია-მოვალეობები:


  • ბრენდის სტრატეგიული განვითარების და მიმდინარე გეგმების დასახვა, დაგეგმვა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ბრენდის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა, სამუშაოების დელეგირება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • ბაზრის, მომხმარებელთა სეგმნტაციისა და მონაცემთა ბაზების კვლევის უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი.
  • კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების პროცესის შექმნა, მართვა და კონტროლი;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა,  განხორციელების უზრუნველყოფა  და შედეგების შემოწმება.
  • შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა. გეგმის პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევებში მისი კორექტირება;
  • საქონლის ან/და მომსახურების საჭიროების წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით
  • პროდუქციის შეკვეთების  ვადაში შესრულების კონტროლი.
  • საწყობების მარაგების კონტროლი.
  • გაყიდვების გაზრდის სტრატეგიის შემუშავება, ანალიზი და განხორცილების კონტროლი;
  • გაყიდვების თვიური, სეზონური და წლიური გეგმის შემუშავება და ფილიალებზე მათი გადანაწილება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • რეპორტების, ფინანსური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგი/ზოგადი მენეჯმენტი)
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

უნარები და კომპეტენციები:


  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:


  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
  • კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • Fitpass მომსახურებას.

 

ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე. 
Category
Sales
Location
დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
Socials
30 June - 30 July