ვიურტ გეორგია აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
- სასურველია ინგლისური ან/და გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
- მათემატიკური აზროვნების უნარი;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში;
- პირველად დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
- მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
- ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
- სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა;
- მიმდინარე საკითხების მოგვარება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
- ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მოწესრიგებული;
- თავაზიანი.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად.
CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!