Standard

მზარეული - ქსანი

05 July - 15 July
Details
Address
სიმონ ჩიქოვანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Skills
დეტალებზე ორიენტირებულობა, პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი

Vacancy description

შპს "მზამზარეული" აცხადებს ვაკანსიას სერტიფიცირებული მზარეულის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინვენტარის სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება და საჭიროებისამებრ მენიუს განახლება;
  • გაწერილი მენიუს საწარმოებლად აუცილებელი ნედლეულის მარაგების გადამოწმება;
  • საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის შეკვეთის განსაზღვრა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • კერძების მომზადება კალკულაციების და რეცეპტურის სრული დაცვით;
  • კერძის მომზადების შემდეგ დეგუსტაცია და საჭიროებისამებრ დაკორექტირდება; 
  • კერძის გაცემა თანამშრომლებისთვის;
  • ცივი და ცხელი კერძების პოზიციების მიხედვით რეცეპტურის დაცვით შეზავება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის (ელექტრო დანადგარები) დასუფთავება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სერტიფიცირებული მზარეული (აუცილებელი მოთხოვნა);
  • განათლება - სასურველია კულინარიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
სამუშაო ადგილი: ქსანი

სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი, კვირიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-საათამდე

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა და ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში  გადმოგზავნეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებებს!
Location
სიმონ ჩიქოვანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 July - 15 July