ქართულ-ფრანგული სურსათის მწარმოებელი საწარმო "ფუდ ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას "ელექტრომექანიკოსი"-ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების და ტექნიკური საშუალებების შემოწმება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, დანადგარების შიდა ელექტროგაყვანილობების შემოწმება;
- დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
- დადგენილი პერიოდულობით გაცვეთილი კვანძების, დეტალების, აპარატურისა და ხელსაწყოების შეცვლა, შესაკვეთი ნაწილებისა და მარაგების უზრუნველყოფა;
- დამიწების ქსელის კონტროლი;
- კომუნალური და სავენტილაციო საშუალებების მეთვალყურეობა;
- შემუშავებული პრევენციული ტექ-მომსახურების პროგრამის შესრულება, ცხრილების წარმოება და პერიოდული განახლება, სრულყოფა;
- ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის სისტემით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა, დოკუმენტებისა და ჩეკლისტების წარმოება;
- ჩატარებული და დაგეგმილი სამუშოების შესახებ, პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სურსათის საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საწარმოო ხაზის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- შრომის უსაფრთხოების პრინციპების საბაზისო ცოდნა;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- ტრენინგები და ინსტრუქტაჟები;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ან ყოველთვიური საწვავის ლიმიტი.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.