ავტოგასამართი სადგურების ქსელი - კომპანია "გალონი" აცხადებს ვაკანსიას ქვემო თელეთში, ფონიჭალიდან 5 წუთის სავალზე არსებულ ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე:
ფუნქცია - მოვალეობები:
- ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის მართვა - კონტროლი;
- ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე არსებული შენობა - ნაგებობების და მოწყობილობების წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
- საწვავის, ნაღდი ფულის და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა - საგადასახადო კანონმდებლობასთან და დამსაქმებლის მითითებებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან;
- ავტოგასამართი სადგურზე არსებული მინი მარკეტის მართვა/ადმინისტრირება.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- მოწესრიგებული;
- კომუნიკაბელური;
- გაწონასწორებული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სამუშაო საათები:
09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შესვენების ჩათვლით (ორშაბათი- შაბათი).
ანაზღაურება:
ანაზღაურება შეადგენს ხელზე ასაღებ 1000 (ათასი) ლარს.
სამუშაო გამოცდილება:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად, თუმცა კომპანია მიესალმება გამოცდილების არ მქონე ნებისმიერ მოტივირებულ კანდიდატს.
დაინტერესებულმა პირებმა ატვირთეთ რეზიუმე.