Standart

საბუღალტრო აღრიცხვის, პრაქტიკული აუდიტის და მცირე და საშუალო კომპანიების (SME) ფინანსური ანგარიშგების კურსები

07 July - 26 September
Details
Address
წერეთლის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

VIP INTELLECT GROUP გთავაზობთ  საბუღალტრო აღრიცხვის, პრაქტიკული აუდიტის და  მცირე და საშუალო კომპანიების (SME) ფინანსური ანგარიშგების კურსებს! 

პრაქტიკული აუდიტი 

კურსი განკუთვნილია:  ფინანსური/ბუღალტერიის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, ვისაც შეხება აქვს გატარებებთან ანგარიშგებებთან და სხვადასხვა რეპორტებთან და სურთ ცოდნა გაიღმავონ აუდიტის ჩატარების მთლიან პროცესებში, მათ მიდგომებში და მეთოდოლოგიის სრულ ციკლში. 

კურსის მიზანია: ბუღალტრებს, ფინანსისტებს  წარმოდგენა შეუქმნას აუდიტის სფეროზე. აუდიტის დაგეგმვის ჩატარების ეტაპებზე, მეთოდებზე და მიდგომებზე. ცოდნა გაუღრმავოს როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკული მაგალითებით.  

კურსის თემატიკა: 

  • ფინანსური აუდიტის სფერო და არსი 
  • აუდიტის პროგრამის პაკეტის თეორიული ციკლი 
  • წინასწარი აუდიტორული პროცედურები 
  • გარე და შიდა აუდიტის არსი მნიშვნელობა და განსხვავებები 
  • აუდიტის ობიექტის შესწავლა 
  • არსებითობის გაანგარიშება 
  • შიდა კონტროლი და რისკები დაგეგმვის ეტაპზე 
  • აუდიტის ტესტები 
  • აუდიტორული შერჩევა 
  • აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება 
  • საქმიანობის დაწყება - საწყისი ნაშთები 
  • აუდიტის დოკუმენტაციის პაკეტი 
  • აუდიტის დასკვნა ფინანსური ანგარიშგების შესახებ სტრუქტურა 
  • პრაქტიკული ქეისები რეალური კომპანიის მაგალითებზე. 
  • დამუშავება ექსელში სხვადასხვა სფეროს კომპანიების,  ბრუნვა ნაშთების და  გატარებების გამოყენებით ფინანსური ანგარიშგების პაკეტის აწყობა. 
  • რისკების იდენტიფიცირება და კონტროლის მექანიზმების შემუშავება  აუდიტის შემდგომ დაგეგვის ეტაპისთვის. 
  • აუდიტის შერჩევა და ტესტირება რწმუნების მოპოვება, დადოკუმენტირება. 
  • ინფორმაციის თავმოყრა და  ფლობა - აუდიტის დასკვნის მომზადებისთვის. 
  • კურსში შეხვდებით აუდიტის გამოყენებულ ტერმინოლოგიებს როგორიც არის: 
  • ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები IFRS, IFRS for SME. 
კონტროლის ღონისძიებები: შესაბამისი,  თანმიმდევრულად განხორციელებადი, სრულყოფილი, დანახარჯების თვალსაზრისით ეფექტიანი  კონტროლის მიზნებთან უშუალოდ დაკავშირებული. 

აუდიტის რისკის სახეები :კონტროლის რისკი, თანდაყოლილი რისკი, შეუმჩნევლობის რისკი.      

აუდიტორული მტკიცებულება:დათვალიერება, დაკვირვება, გარე დასტური, ხელახალი გამოთვლა, ხელახალი შესრულება, ანალიზური პროცედურები, გამოკითხვა. 

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ: 

დამოუკიდებლად გაანალიზოთ და დაამუშავოთ  ფინანსური ანგარიშგება, ბრუნვა ნაშთების, ბუღალტრული გატარების უწყისები. მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ აუდიტის სტრუქტურა, შესამოწმებელი კომპანიის  კონტროლის მექანიზმებზე  და რისკ ფაქტორებზე დაყრდნობით. დამოუკიდებლად შეძლოს წაკითხვა აუდიტის დასკვნების და მისი შემადგენელი კომპონენტების სტანდარტებთან მიმართებაში.  

  • კურსის ხანგრძლივობა: 8 ლექცია - 1.30 საათიანი  
  • კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 700 ლარი 
  • ორ კაციან ჯგუფში: 500 ლარი 
  • ჯგუფში 3 და მეტი: 400 ლარი 
მცირე და საშუალო კომპანიების (SME) ფინანსური ანგარიშგება 

პროგრამა განკუთვნილია:  2-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის. 

აგრეთვე გაგიწევთ კონსუტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად. 

კურსი მოიცავს: 

ლექცია 1-8 სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა 

განყოფილება 1:  მცირე და საშუალო საწარმოები 
განყოფილება 2:  კონცეფციები და ძირითადი პრინციპები 
განყოფილება 13:  მარაგები 
განყოფილება 17:  ძირითადი საშუალებები 
განყოფილება 18:  არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა 
განყოფილება 20:  იჯარა 
განყოფილება 23:  ამონაგები 
განყოფილება 24:  სახელმწიფო გრანტები 
განყოფილება 25:  ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები 
განყოფილება 34:  სპეციალიზებული საქმიანობა 
ლექცია 9-10 შეფასებები 
განყოფილება 16:  საინვესტიციო ქონება 
განყოფილება 21:  ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები 
განყოფილება 27:  აქტივების გაუფასურება 
განყოფილება 10:  სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები 
ლექცია 11-12 ანგარიშგები 
განყოფილება 5:  სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება 
განყოფილება 4:  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 
განყოფილება 6:  საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება 
განყოფილება 7:  ფულადი ნაკადების ანგარიშგება 
განყოფილება 8:  ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 
განყოფილება 33:  დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები 
განყოფილება 32:  საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები 
განყოფილება 30:  ოპერაციები უცხოურ ვალუტაში 
განყოფილება 3:  ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 
განყოფილება 35:  მსს ფასს-ზე გადასვლა 
ლექცია 13 ფინანსური ინსტრუმენტები 
განყოფილება 11:  ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები 
განყოფილება 12:  სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები 
განყოფილება 22:  ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი 
გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები. 

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები. 

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. 
  • პროგრამის საფასური: 600 ლარი - 3-4 კაცი და მეტი ჯგუფში. 
ბუღალტრეული აღრიცხვა დამწყებთათვის 

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის. 

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოთ. 

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა. 

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება. 

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები. 
მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები. 
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი. 

  • კურსის ხანგრძლივობა - ორი თვე 
  • ლექციის ხანგრძლივობა -1.30 
  • კურსის ღირებულება სამ-ოთხ კაციან ჯგუფში: თვეში 200 ლარი 
  • ლექციის ხანგრძლივობა - საათნახევარი 
  • კურსის ღირებულება წყვილში: თვეში 300 ლარი 
  • ლექციის ხანგრძლივობა - ერთი საათი 
  • კურსის ღირებულება ინდივიდუალურად : თვეში 400 ლარი 
კომპიუტერული ბუღალტერია: 

  • ორისი -8 საათი - 200 ლარი ჯგუფში 
  • სუპერფინი - 8 საათი - 200 ლარი ჯგუფში 
  • ინფო - 8 საათი - 200 ლარი ჯგუფში 
  • ინდივიდუალურად 300 ლარი 6 ლექცია 
  • 1C -ბუღალტერია 
  • 2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 250 ლარი 
  • ინდივიდუალურად - 6 საათი- 350 ლარი 
პრაქტიკული კურსი ბუღალტრებისთვის 

"VIP Intellect Group"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები პრაქტიკულ კურსს გაივლიან გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან. 

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება: 

 მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან 
 კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით 
 http://www.rs.ge-სთან მუშაობა 
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა 
 სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში. 
 
  • პრაქტიკის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა 
  • სტაჟირების ღირებულება ჯგუფში : 250 ლარი 
  • წყვილში: 450 ლარი 
  • ინდივიდუალურად : 700 ლარი 
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე:http://vipintellect.ge/ge 

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register 

ტელ: +995 551196110; +995 593618212; 

მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.  
Category
Education
Socials
07 July - 26 September