Standart

სამედიცინო ხარისხის კონტროლის, ფარმაკოლოგიის და სამედიცინო რეგისტრატორის კურსები

07 July - 26 September
Details
Address
წერეთლის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

,,VIP Imtellect Group” გთავაზობთ ჯანდაცვის მენეჯმენტის, სამედიცინო ხარისხის კონტროლის, ფარმაკოლოგიის და სამედიცინო რეგისტრატორის კურსებს.

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 22 წლიან გამოცდილებას!
ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!

,,ჯანდაცვის მენეჯმენტის აკრედიტირებული კურსი“ 

პროგრამას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია (რს-560) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ!

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად, სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რეცეფშენში, ქოლ ცენტრში...

ტრენინგის მასალა:

  • შესავალი ჯანდაცვის მენეჯმენტში
  • დაგეგმვა, სტრატეგია
  • კადრები, კომუნიკაცია, სერვის პლუსი
  • სამედიცინო მარკეტინგი
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი (იდეალური მენეჯერი, ლიდერობა, მოტივაცია, ორგანიზაციული კულტურა, ჯანდაცვის პოლიტიკა).
  • ეპიდემიოლოგია, ინფექციური დაავადებები (აცრების კალენდარი, დიარეა, წითელა...)
  • სადაზღვევო საქმე (ფრანშიზა, გადაზღვევა)
  • სიტუაცური ამოცანები case (ქართული ქეისი)
  • საყოველთაო ჯანდაცვა - შესრულებები
  • ხარისხის კონტროლი
  • სამედიცინო სამართალი, კადრები და ხელშეკრულებები (კანონი პაციენტის უფლებების შესახებ).
  • დაავადებების პრევენცია, არაინფექციური დაავადებები (გიდ, სასუნთქი, კნტ)
  • ონკოლოგია (ლეიკემია, ფილტვის კიბო, ძუძუ, პროსტატა ...)
  • თავ-კისრის ონკოლოგია, სტომატოლოგიური და ონკოლოგიური კლინიკის
  • სამედიცინო ინგლისური
 
პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.

პროგრამის ხელმძღვანელი: ანა სხვიტარიძე - MD PHD-მედიცინის დოქტორი, პროფესორი. საერთაშორისო კლინიკა ,,სილკ მედიკალის" მთავარი ექიმი. ჯანდცვის და ხარისხის კონტროლის მენეჯერი, ექსპერტი.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 54 საათი
  • კურსი მოიცავს: 2 თვეს
  • კურსის ღირებულება თვეში: 390 ლარი
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register


ტრენიინგ კურსი: ,,სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა“ 

კურსის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნების პირობებში კვალიფიციურ ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის, სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. მოდულში გაერთიანებულია:

 ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები და სამედიცინო ხარისხი: ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა; სამედიცინო სტატისტიკა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ტესტირების კითხვარის შედგენა; პაციენტთა უსაფრთხოების წესები; რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის; სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლები.
კლინიკის ადმინისტრირება, ჯანდაცვის კანონმდებლობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი ...
 ეთიკური საკითხების განხილვა: ლეტალური გამოსავალი; პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა; ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;
პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.
 
პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი მოიცავს: 8 ლექცია
  • კურსის ღირებულება: 300 ლარი
ტრენერი - ანა სხვიტარიძე - MD PHD-მედიცინის დოქტორი, პროფესორი. საერთაშორისო კლინიკა ,,სილკ მედიკალის" მთავარი ექიმი. ჯანდცვის და ხარისხის კონტროლის მენეჯერი, ექსპერტი.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register


,,ფარმაკოლოგიის“ შემსწავლელ კურსი, უფასო პრაქტიკით პსპ-ში და ,,იმპექსში“ - საუკეთესოების დასაქმებით

ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დანტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან მუშაობს კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით.

მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას. სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს; ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას; სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს; ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.

 
რამდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება:

ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში

შუალედური ტესტირება ჩატარდება - ყოველ განვლილ თეორიულ ნაწილზე.

ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება!

კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ პსპ-ს და იმპექსის სააფთიაქო ქსელებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში!

პრაქტიკულ ნაწილში - გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.

თეორიული კურსი გრძელდება : 2 თვე

კვირაში 3-ჯერ ტარდება საათნახევრიანი ლექცია თეორიული კურსის ღირებულება: 500 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register

სამედიცინო რეგისტრატორის მოსამზადებელ კურსი

კურსის შესახებ: კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმისათვის, რომ კონკურენციის პირობებში მეტად მარტივად და კვალიფიციურად დასაქმდნენ სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ორგანიზაციაში, რეგისტრატორის პოზიციაზე .

კურსის მიზანია: მოლაპარაკების პრინციპების, ტექნიკისა და მართვის უნარების გამომუშავება.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, ასევე ქეისების აქტიური ანალიზი და მომზადება.

კურსის თემატიკა:

  • ზოგადი თერაპიული უნარჩვევები ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია
  • ზოგადი ფსიქოლოგია ზოგადი თერაპია
  • ზოგადი ქირურგია
  • ზოგადი ფარმაკოლოგია
  • ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორატიული დაზღვევა
  • ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვა დაზღვეული პაციენტის მომსახურება მოლაპარაკებების ძირითადი კომპონენტები
  • მოლაპარაკების პროცესი გადაწყვეტილების მიღება
  • მოლაპარკებების დროს სტრატეგიების სწორად გამოყენება
  • მოლაპარაკების დროს ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა სამედიცინო პროცესის კასკადის დაგეგმვა ინფორმაციის მიწოდება, რეგისტრაცია მონაცემების შეყვანა, როგორც სარეგისტრაციო ჟურნალში, ასევე, პროგრამაში ჯანდაცვის პორტალზე, e-mail-ის გაგზავნის ტექნიკა პაციენტის მომსახურების დაგეგმვა პაციენტის მოლოდინი პაციენტებთან ურთიერთობის ღირებულება პაციენტის კონსულტაცია გადამისამართება პრობლემების მართვა
  • სრული კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
  • კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია
  • კურსის ღირებულება: 280 ლარი
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე:http://vipintellect.ge/ge

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551196110; +995 593618212;

მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.
Category
Education
Socials
07 July - 26 September