„ევორდ ენთერთეინმენთი“ სტუმარ - მასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს, მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნას. კომპანიას ორი ობიექტი აქვს ლისის ტბის ტერიტორიაზე: Lisi Event Hall და Lisi Event Villa, სადაც მოცულობითი ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ შემეცნებითი ფორმატის ღონისძიებების ჩატარება არის შესაძლებელი.
მოვალეობები:
- სტუმრებთან კომუნიკაცია, მათ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა, შეკვეთის მიღება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
- სტუმრებისთვის შეკვეთის დროული მიწოდება ბარიდან/სამზარეულოდან;
- სტუმრებისგან უკუკავშირის მიღება კერძებისა და სერვისის შესახებ;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი;
- სტყმრებთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით სრულად უზრუნველყოფას;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!