სტანდარტული

შეკვეთების ადმინისტრატორი

08 ივლისი - 07 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.

ძირითადი მოვალეობები:

  •  GLOVO-ს აპლიკაციასთან მუშაობა და შეკვეთების მიღება და პროგრამულად გატარება;
  •  შეკვეთის აგროვება და კურიერისთვის გადაცემა;
  •  აპლიკაციაში პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  •  მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  •  მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
  •  საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია)
  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:

  •  კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  •  მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  •  დამატებით საბონუსე ანაზღაურებას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV  ან დაგვიკავშირდით 595 998 053. 

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
სლოგანი
ყველაფერი ერთ სივრცეში
სოციალური ქსელები
08 ივლისი - 07 აგვისტო