სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ ეძებს ინვენტარიზაციის (აღწერის) სპეციალისტს.
სთამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი/ კვირაში 4 დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
- ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
- ყოველდღიური მინი აღწერების ჩატარება წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით ფილიალებში და სტატისტიკის წარმოება;
- ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკური აზროვნების უნარი);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- შრომისმოყვარეობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV(რეზიუმე).