სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ ეძებს ინვენტარიზაციის (აღწერის) სპეციალისტს.
სთამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი/ კვირაში 4 დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
ყოველდღიური მინი აღწერების ჩატარება წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით ფილიალებში და სტატისტიკის წარმოება;
ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკური აზროვნების უნარი);
საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ;
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი
ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
დროის ეფექტურად მართვა;
შრომისმოყვარეობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV(რეზიუმე).