სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
პოზიცია: მონიტორინგის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის მფლობელობაში არსებული თითოეული ობიექტის უსაფრთხოების კამერების სისტემატური მონიტორინგი
თანაშრომლების მიერ შინაგანაწესით ან სხვა ალტერნატიული ბრძანებით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევების კონტროლი და შესაბამისი რეპორტების წარდგენა
თანამშრომელთა მიერ შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევების კონტროლი და გამოვლენა, რასაც შესაძლოა მოყვეს კომპანიის ინვენტარის დაზიანება ან სხვა სახის მატერიალური ზიანი
თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა და შესაბამისი ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება/წარდგენა პასუხისმგებელ პირებთან
ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი რეპორტინგის წარმოება და წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
სხვა დავალებების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
იდენტური მიმართულების 1 წლამდე გამოცდილება
დეტალების მიმართ განსაკუთებული ყურადღების უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი დონე
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
ანალიტიკური აზროვნება
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული ( 09.30-22:00)
სამუშაო დღეები - თვეში 15 სამუშაო დღე
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.