სადისტრიბუციო კომპანია " March " გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური საშუალებების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც ათი წელია წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე,
კომპანია " March " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
- სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღე: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.
- ანაზღაურება: 500-600 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემა (წარმატებული გაყიდვების შემთხვევაში
- საშუალოდ 1000-1500 ლარი გამოდის თვეში). ხელფასის (ასევე ბონუსის) ზრდის პერსპექტივით.
- მაქსიმალური ხელშეწყობა კარიერული წინსვლისთვის
- თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა.
- პოტენციური კლიენტების მოძიება, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება
- შოურუმში კლიენტების კონსულტირება, მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია (შეკვეთის მიღება/გაფორმება)
- სოციალური მედიის საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლების ზრდა (პოსტებით და კლიენტებთან კომუნიკაციით)
- კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება
ძირითადი მოთხოვნები:
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება
- სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
პიროვნული თვისებები:
- გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!