Standart

კლიენტთა მრჩევლის რეზერვი - თბილისი

11 July - 26 September
Details
Address
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Education
Bachelor
Skills
ანალიტიკური აზროვნება, გუნდში მუშაობის უნარი

Vacancy description

"კრედო ბანკი" 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 79 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

თანამდებობა: კლიენტთა მრჩევლის რეზერვი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

  •  სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
  •  პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
  •  კორპორატიული ღონისძიებები;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  •  სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  •  კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  •  კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
  •  კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  •  კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  •  სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  •  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
  •  სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  •  უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  •  საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  •  სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  •  ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  •  ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  •  გუნდში მუშაობის უნარი;
  •  თვითმოტივირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Location
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
11 July - 26 September