სტანდარტული

სერვის კონსულტანტი

11 ივლისი - 26 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
კომუნიკაბელურობა, კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი

ვაკანსიის აღწერა

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სერვის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"კრედო ბანკი" 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  •  პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  •  სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  •  ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  პროფესიული ტრენინგები.
ძირითადი მოვალეობები:

  • მისალმება კლიენტის სერვისცენტრში შესვლისთანავე;
  • კლიენტისათვის დახმარების შეთავაზება და გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • კლიენტისთვის დახმარების გაწევა მაიკრედოთი გზავნილის განაღდებაში;
  • არსებული თუ პოტენციური კლიენტების გადამისამართება შესაბამის პირებთან;
  • კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფა;
  • სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა; სს კრედო ბანკი
  • სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში;
  • კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან;
  • კლიენტისთვის დახმარების გაწევა სესხის დაფარვის პროცესში (ასევე სერვისცენტრის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება დაფარვის თაობაზე);
  • კომპეტენციის ფარგლებში, სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა (მათ შორის, მარკეტინგული მასალების);
  • სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
  • კრედოს ადმინისტრაციული ფორმების/საბუთების მომარაგება;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • კომპანიის კორპორაციულ ელფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს; 
  • საჭიროებისამებრ, სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია; 
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.
მისამართი
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
11 ივლისი - 26 სექტემბერი
გამარჯობა, მე ვარ წკაპი, Awork-ის AI ჩატი, რომელიც შენზე ზრუნვისთვის შეიქმნა.
თუ გინდა, ვაკანსია შენ მაგივრად მოვამზადო და გამოვაქვეყნო უბრალოდ მომწერე.
არც შაბლონები, არც მეილები, არც რეგისტრაცია, პატარა დიალოგი ჩვენს შორის, თან არავის აწუხებ, მხოლოდ მე