Standart

ბანკირი

11 July - 26 September
Details
Address
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

Vacancy description

"კრედო ბანკი" 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

თანამდებობა: ბანკირი (ემიგრანტების მომსახურების მიმართულებით)

ჩვენ გთავაზობთ:

  •  პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  •  სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  •  ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  პროფესიული ტრენინგები.
ბანკირი (ემიგრანტების მომსახურების მიმართულებით):

  • პასუხისმგებელია ემიგრანტი მომხმარებლისთვის ეფექტური, მაღალი სტანდარტების საბანკო მომსახურების გაწევაზე და პორტფელის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე;
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა; 
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგის გავლა;
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ემიგრანტი კლიენტების მოზიდვაზე ზრუნვა და საბანკო მომსახურებებთან/პროდუქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • ემიგრანტ კლიენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ვიდეო ზარის მეშვეობით;
  • სპეციალურად შექმნილი FB გვერდის კონტროლი, მომხმარებლის კომენტარზე/შეკითხვაზე დროული, კომპეტენტური და ბანკის პოლიტიკით გათვალისწინებული უკუკავშირის დაბრუნება;
  • ემიგრანტი კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი საბანკო სერვისების/პროდუქტების შეთავაზება და მიყიდვა;
  • კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება და კონსულტაცია;
  • პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა;
  • მუდმივი კონტაქტი კლიენტებთან და მათთვის ახალი შეთავაზებების ფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ხელმძღვანელის მიერ;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
ემიგრანტი კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინსტრუქციის მიცემა შემდგომ საკითხებთან მიმართებაში:

  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა (ელექტრონულად);
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • სასურველია საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • აუცილებელია ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.
Location
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
11 July - 26 September