Standart

გაყიდვების მენეჯერი

11 July - 10 August
Details
Address
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები, ანალიტიკური, ინოვაციური და კრეატიული აზროვნების უნარი

Vacancy description

ედვაიზ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ბიზნეს ამოცანა:

შენი მთავარი მიზანი იქნება, კომპანიის გაყიდვების სტიმულირება და ზრდა, შესაბამისად, გექნება საშუალება, დიდი წვლილი შეიტანო, ორგანიზაციის ბიზნეს შედეგების მიღწევაში.

რას გააკეთებ:

  • გააანალიზებ ბაზარს და მოიზიდავ პოტენციურ კლიენტებს; 
  • გაყიდვების სტიმულირების მიზნით დაგეგმავ შეხვედრებს და აწარმოებ მოლაპარაკებებს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნის:
  • მოამზადებ გაყიდვების ანგარიშს და წარუდგენ მენეჯმენტს წინასწარშეთანხმებული პერიოდულობით;
  • განაახლებ ბაზებს და აწარმოებ რეპორტინგს საჭიროებისამებრ
ვის ვეძებთ:

  • თუ გაქვს უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
  • თუ გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია, გქონდეს/იყო:

  • კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარჩვევები;
  • მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური, ინოვაციური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგზეორიენტირებული
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00 საათი, შაბათი 10:00 – 14:00 საათი

ანაზღაურება:
ფიქსირებული + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)

ჩვენ ვართ შპს ედვაიზ ჯგუფი - ერთ-ერთი წამყავნი სარეკლამო კომპანია და სტამბა, რომელიც 13 წელია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ გთავაზობთ, გახდეთ მზარდ კომპანიაში პროფესიონალთა გუნდის წევრი, სადაც გექნებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დაგხვდებათ გამორჩეულად მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ CV და პორტფოლიო anuki@adwise.ge, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი
Slogan
Perfection in Things We DO!
Location
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
11 July - 10 August