Standart

დიასახლისი

11 July - 30 July
Details
Address
Martkofi St, თბილისი
Salary
940 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
მოწესრიგებული, სხარტი

Vacancy description

CLOCKS HOTEL Tbilisi აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე:

CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი  სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში (ავლაბრის მეტროს მიმდებარედ). სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და  მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და
გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
ხელფასი: საათობრივი, საშუალოდ თვეში 940 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

  • სასტუმროს ნომრების დალაგება - დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
  • თეთრეულისა და პირსახოცების გამოცვლა და აღრიცხვა
  • აბაზანის დასუფთავება
  • აბაზანაში ინვენტარის დალაგება - აღრიცხვა
  • დამლაგებლისთვის საჭირო ინვენტარის / ოთახის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება 
  • ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლაში, მუშაობის შესაძლებლობა
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:

  • მოწესრიგებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • სხარტი
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობიანი
ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. 

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
Category
Tourism
Location
Martkofi St, თბილისი, საქართველო
11 July - 30 July