სტანდარტული

მათემატიკის პედაგოგი

12 ივლისი - 11 აგვისტო
დეტალები
მისამართი
დელისის II ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არასრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
საშუალო განათლება

ვაკანსიის აღწერა

ლოგიკმეტრი - მათემატიკის აკადემია, თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით  ასწავლის მათემატიკისა და წიგნიერების უნარ-ჩვევებს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში.

ჩვენ ვეძებთ ერთგულ და გამოცდილ მათემატიკის მასწავლებელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. როგორც მათემატიკის მასწავლებელს, მოგეთხოვებათ ჩაატაროთ გაკვეთილები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეთა თეორიულ და გამოყენებით მათემატიკურ უნარებს. ასევე, პასუხისმგებელი იქნებით საშინაო დავალების გაცემაზე, დავალებებისა და აქტივობების შეფასებაზე და სტუდენტების პროგრესის დოკუმენტირებაზე.

მთავარი პირობები:

  • განაკვეთი: არასრული
  • სამუშაო დღეები: შეთანხმებით (ცვალებადი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის, გრაფიკისა და პერიოდის გათვალისწინებით)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება განათლების მეცნიერებების, მათემატიკის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით
  • მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სკოლაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად)
  •  სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კეთილგანწყობა, პოზიტიურობა, გაწონასწორებულობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდურობა და ჯგუფის მართვა;  
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია მაღალ დონეზე 
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა;
  • საუკეთესო სასწავლო პრაქტიკებისადმი ინტერესი, დანერგვის სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft office)

 

 თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@logicmeter.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მათემატიკის პედაგოგი). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება.

კატეგორია
განათლება
სლოგანი
ავარჯიშე გონება
მისამართი
დელისის II ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
12 ივლისი - 11 აგვისტო