Standart

აპლიკაციების ადმინისტრატორი

13 July - 26 July
Details
Address
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Skills
კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა

Vacancy description

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების ადმინისტრატორის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი:
თბილისი, თაბუკაშვილის 27

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კანდიდატს ვთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
გრაფიკი:
სტანდარტული, 8 საათიანი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (09:00_18:00 ან 10:00_19:00 საათამდე)

აპლიკაციების ადმინისტრატორი პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკში" არსებული აპლიკაციებისა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე, აპლიკაციებთან მიმართებაში დაფიქსირებული სერვისული მოთხოვნებისა თუ ინციდენტების მოგვარებაზე, დადგენილი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. პოზიციის მთავარი მიზანია იზრუნოს IT და ბიზნეს აპლიკაციების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ოპერირებაზე. მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზების ან სერვისული მოთხოვნების ანალიზსა და მოგვარებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

  • მხარდაჭერის პორტალის მეშვეობით მასზე გადაწერილი მხარდაჭერის მოთხოვნების პროცედურების მიხედვით დამუშავება;
  • კვლევის შედეგების მიხედვით მოთხოვნების გადაბარება შესაბამის რგოლზე პრობლემის მოგვარების მიზნით (დეველოპერები, სისტემური ადმინისტრატორები, ბაზის ადმინისტრატორები და სხვა);
  • პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სერვისის შეთანხმებული დონის (SLA), სისტემის ხელმისაწვდომობის, სიმძლავრეების მართვისა და წარმადობის ინდიკატორების შენარჩუნება;
  • სერვისზე წვდომის უფლებების მართვა;
  • სისტემის დოკუმენტაციის შექმნა და მართვა;
  • აპლიკაციების კონფიგურაციის ცვლილება, დადასტურებული მოთხოვნების საფუძველზე და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით - Patching და Version Control;
  • აპლიკაციაში აღმოჩენილი პრობლემის შემთხვევაში მათი მყისიერი მოგვარება ან/და შესაბამისი პირების ინფორმირება.
  • იდენტიფიცირებული პრობლემების დარეპორტება შესაბამის ვენდორ კომპანიებთან;
  • ინფორმაციული აქტივების დაცვის უზრუნველყოფა (დელეგირებული) აქტივის მფლობელის მიერ დადგენილი გარანტიებისა და კონტროლის გზით.
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  •  აუცილებელია Microsoft IIS (ვებსერვისებთან) მუშაობის გამოცდილება;
  •  აუცილებელია ITIL v3/v4 ის ცოდნა;
  •  აუცილებელია Windows Server მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია ვირტუალიზაციასთან (VMware, Hyper-V) მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია პროგრამირების ენის ცოდნა (C#, JavaScript);
  •  სასურველია მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა (Ms Sql);
  •  აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, სასურველია C1 ან ზედა დონე;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  თავაზიანობა;
  •  გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
  •  წერილობითი კომუნიკაცია (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV.

ვაკანსიის დედლაინია: 26 ივლისი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
Location
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
13 July - 26 July