Standart

უძრავი ქონების საინვესტიციო მრჩეველი - სტაჟირება

13 July - 29 August
Details
Address
რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

უძრავი ქონების მართვისა და საინვესტიციო კომპანია „ბენე კომფორტი“ იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს განავითაროს პროფესიული უნარჩვევები გაყიდვების მიმართულებით. გთავაზობთ სტაჟირებას და ტრენინგ კურსს დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირების პერიოდი მოიცავს თეორიულ სწავლებას რომელსაც აქტიურად განახორციელებთ პრაქტიკულ სამუშაო გარემოში.

სამუშაო აღწერილობა:

პორტფელის მართვა:

  • პორტფელის მუდმივი განახლება: უძრავი ქონების მოძიება, ადგილზე ნახვა, დასურათება;
  • ბაზრის შედარებითი ანალიზის საფუძველზე პორტფელში არსებული ქონებების ღირებულების შეფასება;
უძრავი ქონების ყიდვის/გაყიდვის/იჯარის პროცესის ხელმძღვანელობა:

  • დაინტერესებულ მხარეებთან (მყიდველი, გამყიდველი) შეხვედრების ორგანიზება და საჭიროებისამებრ პრეზენტაციების ჩატარება;
  • კლიენტების საჭიროებების და ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრა, მათთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზების მიზნით;
  • შუალედური მოლაპარაკებების პროცესების წარმოება, კლიენტებთან კონსულტაცია ბაზრის პირობებზე, ფასებზე, იურიდიულ მოთხოვნებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • შაბლონური დოკუმენტების კონკრეტული შემთხვევისთვის მომზადება (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი და ა.შ.);
  • სამართლიანი და პატიოსანი გარიგების უზრუნველყოფა;
  • დასახული გეგმების შესრულება;
  • უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი შესწავლა-ანალიზი;
  • საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და მათი კომპანიაში დანერგვაში მონაწილეობა;
  • კომპანიისთვის საინტერესო უძრავი ქონების მოძიება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
სამუშაო პირობები:

  • ადგილი: თბილისი
  • განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
  • ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში მხოლოდ საბონუსე
  • კორპორაციული დაზღვევა;
სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან აღნიშნულ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონდე ტრენერები, რომლებიც ასევე თქვენთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაო პროცესში. სტაჟირების ხანგრძლივობა მოიცავს 2 თვეს, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ საუკეთესო სტუდენტები დასაქმდებიან კომპანიაში ფიქსირებული ხელფასით. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, გამოაგზავნო რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Agency@benec.ge; სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება.
Category
Sales
Construction
Location
რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
13 July - 29 August