ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მესამე წელია ემსახურება 20-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.
ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.
კომპანია „ბენე კომფორტი“ აცხადებს ვაკანსიას „საცხოვრებელი კორპუსის მენეჯერის“ პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
- საერთო სარგებლობის ფართების სისუფთავის უზრუნველყოფაზე მუდმივი მონიტორინგი;
- ლიფტების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- პრობლემური სიტუაცეიბის მართვა;
- ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე მუდმივი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომსახურების სფეროში 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები:
- პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანაზღაურება:
800 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.